“რომას” კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ მსოფლიოს უძლიერესი გუნდის საკუთარი ვერსია შეადგინა. 37 წლის ტოტის რჩეულთა შორის “ბარსელონას” 3 ფეხბურთელი მოხვდა.
ტოტის მიერ შერჩეულ 11 ფეხბურთელს შორის ოთხია ისეთი, რომლებსაც იტალიის ჩემპიონატში არ უთამაშიათ და მათგან 3 “ბარსელონელია”. ესენი არიან ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი.
ტოტის ვერსიით საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი, მაიკონი, ვალტერ სამუელი, ვენსან კანდელა, ჩავი, დანიელე დე როსი, ფრანჩესკო ტოტი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრიშტიანუ რონალდუ.