17 წლის ხორვატმა ტალანტმა, ალენ ჰალილოვიჩმა დაადასტურა, რომ ის კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” განაგრძობს.
“ზაგრების “დინამოს” მადლობას ვუხდი. ეს გუნდი ჩემთვის ნომერ პირველად რჩება, მაგრამ ახლა “ბარსელონას” დროა.” – წერს ჰალილოვიჩი თავის Instagram-ზე.
კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” ზაგრების “დინამოს” 5.2 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთელს “ბარსა ბ”-ში ათამაშებს. თუ ჰალილოვიჩი პირველ გუნდში დაწინაურდა, ხორვატები კიდევ 4.8 მილიონს მიიღებენ.