ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, იტალიასთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის, “ბარსელონას” 7 ფეხბურთელს უხმო.
როგორც ყოველთვის, ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ამჯერადაც “ბარსელონას” ჰყავს. “ფურია როხაში” ვიქტორ ვალდესს, ხორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსს, ჩავი ერნანდესს, პედრო როდრიგესს, სესკ ფაბრეგასსა და ანდრეს ინიესტას უხმეს.
მადრიდის “რეალიდან”, “მანჩესტერ სიტიდან” და “ატლეტიკოდან ნაკრებში 3-3 ფეხბურთლი მოხვდა, ხოლო “ნაპოლიდან” და “ბაიერნიდან” – 2-2.