ONA FM -თან ინტერვიუში ფაბრეგასს არ დაუმალია, რომ სურვილი მართლაც გააჩნია ბლაუგრანაში გადმოსვლისა.
“რომელ ფეხბურთელს არ ჰქონია სურვილი “ბარსელონას” თამაშისა?”
“წელს “ბარსა” საუკეთესოა მსოფლიოში, მე მათნაირი ფეხბურთი არ მინახავს და მგონი არც არავის უთამაშია. მე იქ ბევრი მეგობარ მყავს, რომლებიც მესაუბრებიან კლუბში არსებულ სიტუაციებზე.”
“მე რა თქმა უნდა კეთილი შური მაქვს მათდამი. მშურს იმის რასაც ისინი მოედანზე აკეთებენ. ყველას ოცნებაა ესეთ გუნდში თამაში.”
ტიერი ანრი არის ფაბრეგასის ერთ-ერთი ყოფილი თანაგუნდელი, რომელმაც დატოვა “არსენალი” და “ბარსელონას” მიაშურა, სადაც კიდევაც ახდა მისი სანუკვარი ოცნება. ჩემპიონთა ლიგის ტიტული.
“მე გუშინ ვესაუბრე მას. ლიგის ტიტული, ეს იყო მისთვის ის ერთადერთი რამ რაც მის ჯილდოებს აკლდა. ის ძალიან გახარებული იყო.”
“ანრის მოუწია თითქმის ერთ წლიანი ადაფტირება. გვარდიოლამაც შანში მისცა მას დაემტკიცებინა თავისი მაღალი კლასი.”
“ახლა ანრის ყველაფერი აქვს მოგებული და ამჟამად მე რა მეგულება “ბარსელონაში” ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ამდენი ტიტული ჰქონდეს მოგებული.” – დაასრულა ფაბრეგასმა.
წყარო www.goal.com