კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ტატა მარტინოს შემცვლელს ეძებს იმ შემთხვევისთვის, თუ არგენტინელი სპეციალისტი კლუბს ზაფხულში დატოვებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტინო ზეწოლას ვერ უძლებს და მას გუნდის დატოვება სურს. ბოლო დროს, “ბარსელონას” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არგენტინელთან ხელშეკრულება აუცილებლად გაფორმდებოდა, მაგრამ დღეს Sport-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ტატა მარტინოს გუნდიდან ზაფხულში წასვლა გამორიცხული არაა.
იმ შემთხვევისთვის, თუ “ბარსელონა” უმწვრთნელოდ დარჩა, კლუბის ხელმძღვანელობას 5 კანდიდატი ჰყავს შერჩეული. პრიორიტეტული კანდიდატები ლუის ენრიკე, ერნესტო ვალვერდე და ანდრე ვილაშ ბოაში არიან, რომლებსაც პეპ გვარდიოლას სათამაშო სტილის შენარჩუნება შეუძლიათ. ალტერნატიულ ვარიანტებად იურგენ კლოპი და დიეგო სიმეონე განიხილებიან, რომელთა მოწვევის შემთხვევაშიც, “ბარსას” სტილის შეცვლა მოუწევს.