workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Bild: ტერ შტეგენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

Bild: ტერ შტეგენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ახალგაზრდა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა “ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

გერმანელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსას” ექიმები გერმანიაში თავად ჩავიდნენ და 21 წლის კიპერის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს.

ივარაუდება, რომ ვიქტორ ვალდესის პატივისცემის ნიშნად, კატალონიური კლუბი ტერ შტეგენის ყიდვის ინფორმაციას სეზონის ბოლომდე ოფიციალურად არ დაადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი მეკარის ყიდვა “ბარსას” 12 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward