workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო მატჩის შემდეგ

მარტინო მატჩის შემდეგ

ხერარდო მარტინომ მანუელ პელეგრინი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში დაამარცხა. “ბარსელონამ” “სიტის” “ეტიჰადზე” ორი უპასუხო გოლი გაუტანა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მწვრთნელმა განაცხადა, რომ უპირეტასეობა არაფერს ენიჭება. “მე არ მაქვს გარანტია, რომ ჩვენ მომდევნო რაუნდში ვართ, მაგრამ მშვიდად ვარ სტუმრად ჩატარებული მატჩით.” მარტინომ განმარტა, რომ მისი გუნდი მანჩესტერში მხოლოდ ერთი მიზნისთვის, გამარჯვებისთვის გაემგზავრა. “ჩვენ აქ გამარჯვებისთვის მოვედით. არ არსებობდა მომენტი, როდესაც ჩვენ სხვა შედეგზე ვფიქრობდით, გარდა მოგებისა. მე ვფიქრობ, რომ შედეგი სამართლიანია.”

შემდეგ მან აღიარა, რომ დაკარგა კონტროლი მატჩის დროს, მაგრამ “მე ფოკუსირებული ვარ გუნდის შედეგიან შესრულებაზე.” მან დაამატა: “ჩვენ ვითამაშეთ ცოტა განსხვავებულად, ვიდრე ჩვეულებრივ ვთამაშობთ სამი თავდამსხმელით. კიდევ ერთი ნახევარმცველის არჩევა ბურთის უკეთესად ფლობის გამო გაკეთდა.” როდესაც მწვრთნელს ლეო მესის შესახებ ჰკითხეს, რომელმაც ანგარიში გახსნა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის “ერთგულია გუნდის, როდესაც ბურთის ფლობა უკეთ ხდება.”

მიუხედავად მანჩესტერში გამარჯვებისა, მარტინომ თქვა, რომ “ჩვენ ვიმარჯვეთ პირველ 90 წუთში, მატჩი კი 180 წუთი გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ, რომ მეორე მატჩს ისე მივუდგეთ, თითქოს 0-0 იყოს.” მან ასევე აღნიშნა, რომ “მანჩესტერ სიტის” აქვს ძალიან კარგი მხარე: “სიტი” “ბაიერნთან” სახლში დამარცხდა, მაგრამ შემდეგ გერმანიაში მათ გამარჯვება მოახერხეს.”

[media=http://www.youtube.com/watch?v=H3L3c3zQxE0]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward