workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “სრულად გამოვჯანმრთელდი”

მესი: “სრულად გამოვჯანმრთელდი”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი აღიარებს, რომ მისი ტრავმა არც თუ ისე ადვილად სამკურნალო იყო. თუმცა, ახლა იგი უკვე სრულადაა გამოჯანმრთელებული როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

ლეომ აღიარა, რომ “ნოუ კამპზე” “ვალენსიას” წინააღმდეგ განცდილი მარცხი ძალიან ცუდი დღე იყო. მან ასევე დასძინა, რომ მისი პირველ გუნდში დაბრუნება საკმაოდ შინაარსიანი იყო. “ლაზარეთის დატოვების შემდეგ რამდენიმე მატჩი უკვე ჩავატარე და ყველაფერს მენტალურად ვაკეთებ. რამდენიმე დაზიანების ზედიზედ მკურნალობა ძალიან რთული იყო, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა”, – აცხადებს მესი.

“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულების მოპოვებაა. მათ მოგებას “ბარსელონასთან” ერთად ვისურვებდი. ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა ყველაზე დიდი სურვილია, რაზეც ყველა ოცნებობს”, – უპასუხა ლეომ ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რა არის მისი 2014 წლის მიზანი.

“ბარსას” ათიანმა შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა კითხვაზე, თუ რა გრძნობა იყო გუნდში ტიტო ვილანოვას ავადმყოფობის გამო წასვლის დროს: “ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. ჩვენ ჯერ კიდევ ახლად გაგონილი გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდს ერიკ აბიდალი ტოვებს, რაც ჩვენთვის ასევე დიდი დარტყმა იყო. ორივე შესანიშნავი ადამიანია, ამიტომაც გვიყვარს ორივე და ძალიან დაგვწყდა გული მათ წასვლაზე”.

აგრეთვე, მესიმ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე, ხერარდო მარტინოზე ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი, პეპ გუარდიოლასთან და ტიტო ვილანოვასთან შედარებით, “ბარსელონაში” სხვა გზით დასაქმდა. “ყველა მწვრთნელს თავისი მუშაობის გზა აქვს. ჩვენ გვყავდა ტიტო, რომელიც გუარდიოლას მსგავსი იყო, რადგან ისინი ერთად მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ახლა კი გუნდს სათავეში ტატა ჩაუდგა, რომელიც ჩვენს ყოფილ თავკაცებთან შედარებით განსხვავებული ადგილიდან, განსხვავებული მეთოდებით მოვიდა. ადრინდელთან შედარებით, თამაშებისთვის სხვანაირად ვემზადებით”.

26 წლის თავდამსხმელი სრულიად გულწრფელი იყო, როდესაც მოახლოებულ მუნდიალზე კომენტარი გააკეთა: “ვიმედოვნებ, არგენტინის ნაკრები ფინალში გასვლას მოახერხებს. ფინალში თამაში ჩემი ოცნებაა. ბრაზილიასთან დაპირისპირება? მათ დიდი გუნდი ჰყავთ. ამას გარდა, მათ შემადგენლობაში უამრავი ინდივიდუალური მოთამაშეა. ბრაზილია საკმაოდ სოლიდური ნაკრებია”, – დაასრულა ლიონელ მესიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward