workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხუთი წელი მას შემდეგ, რაც “ბარსამ” ლა ლიგაში მე-5000 გოლი გაიტანა

ხუთი წელი მას შემდეგ, რაც “ბარსამ” ლა ლიგაში მე-5000 გოლი გაიტანა

ზუსტად ხუთი წლის წინ, თებერვლის თვის პირველ დღეს, “ბლაუგრანამ” პრიმერა დივიზიონის ეგიდით მე-5000 გოლი გაიტანა. ეს ლიონელ მესიმ, სანტანდერის “რასინგის” წინააღმდეგ, “ელ სარდინეროს” მოედანზე გააკეთა.

მაშინ არგენტინელი თავდამსხმელი შეცვლაზე შემოვიდა, როდესაც მისი გუნდი ანგარიშით 1-0 მარცხდებოდა. თუმცა, ლეომ დუბლის შესრულება შეძლო და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. ამასთან ერთად, მან “ბარსას” ლა ლიგის საიბულეო მე-5000 გოლი გაიტანა და ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ მარკოს აურელიო, ზაბალა, ქუინი და ამორი არიან “ბარსელონას” ის ყოფილი მოთამაშეები, რომლებსაც ისტორიაში საიბულეო “მეათასე” გოლები აქვთ გატანილი. მათ შემდეგ, კი ეს საიბულეო სტატისტიკა მესის ეკუთვნის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღეს “ბარსა” “ნოუ კამპზე” “ვალენსიას” წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას ჩაატარებს. განვლილი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, კატალონიელებმა ლა ლიგაში კიდევ 519 ბურთის გატანა შეძლეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward