“ბარსელონას” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, 15-დღიანი უქმობის შემდეგ, ვარჯიში განაახლა. თუმცა, ის სათამაშოდ მზად ჯერ არაა.
კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ნეიმარი მოედანს 1-2 კვირაში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა ესპანეთის სამეფო თასზე, “ხეტაფესთან” მოგებულ შეხვედრაში (2:0) მიიღო.
ივარაუდება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ შეხვედრას ნეიმარი სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=N2W3TVq4Gjs]