დიდი ალბათობით, ახალგაზრდა გერმანელი გოლკიპერი უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კატალონიური გრანდის შემადგენლობას შეუერთდება.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, მოლაპარაკებები “ბარსელონასა” და “გლადბახს” შორის დასკვნით ეტაპზე იმყოფება. თუმცა, ტრანსფერის დეტალები ამ დროისთვის უცნობი რჩება.
ცნობილია, რომ 21 წლის მეკარე თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს. თუ “გლადბახი” მოთამაშეს უახლოეს ზაფხულში არ გაყიდის, მაშინ 2015 წლის ივნისში, ტერ შტეგენი კატალონიელთა შემადგენლობას უფასოდ შეუერთდება.
თავდაპირველად, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა ვიქტორ ვალდესის საბოლოო წინადადების მოსმენას ელოდა, თუმცა, როგორც ჩანს, “ბარსა” საქმის შენელებას არ აპირებს და სავარაუდოდ, ტერ შტეგენი ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ გუნდის სათადარიგო მეკარე ხოსე მანუელ პინტო დათანხმდა, რომ მისი კონტრაქტი უახლოეს ივნისამდე არ განიხილოს.