ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ადასტურებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მისი კლუბი “ბარსელონას” თავდამსხმლის, ლიონელ მესის შეძენას აპირებს, უბრალოდ ჭორია. იტყობინება, L’Equipe.
“მესი – ფანტასტიკური ფეხბურთელია. ამ დღეებში გაზეთებში წავიკითხე, რომ შესაძლოა ის პსჟ-ში გადავიდეს. მე კი უბრალოდ პრესას ასე მივმართავდი: თუ თქვენ გაქვთ თანხა, რომელიც მის გასაფორმებლად არის საჭირო, მაშინ გაიფორმეთ და პარიზში ჩამოიყვანეთ. არის თუ არა შანსი იმისა, რომ პსჟ ადრე თუ გვიან მესის გაიფორმებს? არა, “პარის სენ-ჟერმენი” არასოდეს გაიფორმებს მესის. იმ შემთხვევაში, რომ ჩვენ შეზღუდვები არ გვქონოდა, ჩვენ მას გავიფორმებდით, მაგრამ ეს შეზღუდვები პსჟ-ს აქვს. სწორედ ამიტომ ლიონელი ჩვენთან არ იქნება. მე კლუბის ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. საუკეთესო ფეხბურთელები უკვე თამაშობენ პსჟ-ში.” – დაასრულა, ალ-ხელაიფიმ.