ამ საღამოს კატალონიური “ბარსელონა” ინგლისურ “მანჩესტერს” დაუპირისპრდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამ მატჩთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ფაქტებია დაგროვილი და რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
მსაჯი.
40 წლის შვეიცარიელი მასიმო ბუსაკა განსჯის ამ მატჩს. მას კარიერაში 32 ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის უმსაჯია. ამ წელს იგი “პორტოსა” და “მანჩესტერის” დაპირისპირებას მოემსახურა, რომელიც წითელი ეშმაკების გამარჯვებით დასრულდა. მან ასევე იმსაჯა წინა სეზონის “ბარსელონა” “მანჩესტერის” ნახევარ-ფინალური მატჩი. შვეიცარიელს უეფას თასის ფინალიც აქვს ნამსაჯევი “ესპანიოლსა” და “სევილიას” შორის 2007 წელს.
კატალონიელებისთვის ეს მეექვსე ფინალი იქნება ისტორიაში. წინა ხუთიდან 2 ში გაიმარჯვეს (1992, 2006), ხოლო მანკუნიანელებისთვის ეს მეოთხე ფინალი იქნება. მათ წინა 3 დან 100 %იანი შედეგი აჩვენეს. (1968, 1999, 2008).
“ბარსელონას” წელს ჩემპიონთა ლიგაზე გოლების გატანის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. (30, 2.5 ერთ თამაშში საშუალოდ), ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ “მანჩესტერს” ჩამოუვარდება. (1998-99 წლების სეზონი, სადაც ინგლისელებმა საშუალოდ ერთ მატჩში 2.7 გოლი დააგროვეს).
“მანჩესტერს” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 25 თამაში არ წაუგია, მას შემდეგ რაც მილანში ადგილობრვი კლუბის წინააღმდეგ ანგარიშით 3-0 დამარცხდენ 2006-2007 წლების სეზონში.
ფინალის მონაწილე ორივე გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა 16 მაისს გაიფორმეს. “ბარსამ” ეს მოახერხა “ვილიარეალის” დახმარებით, როდესაც პელეგრინის გუნდმა ”რეალის” დამარცხება მოახერხეს და ამით თეორიული შანსიც კი დაუკარგეს მადრიდელებს გაჩემპიონობისა, ხოლო “მანჩესტერმა” კი ეს “უიგანთან” ჭიდილში მოახერხა.
“ბარსელონას” უკვე აქვს მოგებული ტიტული 27 მაისს. ეს მოხდა 1951 წლის სეზონის ესპანეთის სამეფო თასის ფინალში “სოსიედადის” წინააღმდეგ ანგარიშით 3-0, გონსალოს გოლით და სეზარის დუბლით.
ხოსეპ გვარდიოლა მეექვსე მწვრთნელია, რომლესაც ფეხბბურთელობაშიც აქვს მოგებული ლიგა და შანსი აქვს მწვრთნელობაში მოახერხოს ეს. მანამდე მიგელ მუნოზს, ჯოვანი ტრაბატონის, იოჰან კრუიფს, კარლო ანჩელოტის და ფრანკ რაიკაარდს აქვთ ეს გაკეთებული.
ტიერი ანრი არის ბომბარდირი იმ ადმანიანებს შორის ვისაც “წითელი ეშმაკების” კარში გოლი აქვს გატანილი. მან “მანჩესტერის” წინააღმდეგ გამართულ 18 თამაშში 9 გოლის გატანა მოახერხა.
ეს ფინალი მეორეა ევროპულ საკლუბო ტურნირების ისტორიაში “მანჩესტერის” და “ბარსელონას” მონაწილეობით. პირველი შეხვედრა იყო თასების მფლობელთა თასზე 1991 წელს, რომელიც “მანკუნიანელების” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2-1.
გვარდიოლა, სქოულზი და გიგზი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ერთ ჯგუფში ითამაშეს 1994-1995 წლები სეზონში. ასევე ახლანდელი “მანჩესტერიდან” “ბარსელონას” წინააღმდეგ უთამაშია გარი ნევილსაც, ოღონდ ეს მოხდა 1998-1999 წლების სეზონში, როდესაც ორივე მატჩი 3-3 დასრულდა.
რომში ოლომპიკოზე ჩატარებული ბოლო სამი ფინალიდან ორი ინგლისური გუნდების გამარჯვებით დასრულდა. ხოლო მესამეში კი მათ საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ოლიმპიკოზე ფინალში არცერთ ესპანურ გუნდს არ უთამაშია.
კატალონიის “ბარსელონას” აქვს შანსი 21 საუკუნეში პირველად მან მოახერხოს ტრიპლეტის შესრულება. ისიც აღსანიშნავია, რომ არცერთ ესპანურ კლუბს ეს ჯერ არ გაუკეთებია.
“მანჩესტერს” ამ სეზონში პირველი თამაშის შემდეგ მხოლოდ ორი წაგება აქვს და ორივე ლივერპულის წინააღმდეგ. პირველი სტუმრად ენფილდზე ანგარიშით 2-1 და მეორე საკუთარ კედლებში ოლდ ტრაფოლდზე ანგარიშით 4-1.
წყარო www.fcbarcelona.cat


