workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებელი კვლავ ინიესტაა

მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებელი კვლავ ინიესტაა

“ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა, მსოფლიოს ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო გამთამაშებელი გახდა.

აღნიშნული ორგანიზაცია გამარჯვებულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70 ექსპერტის აზრის გაზიარების შემდეგ ავლენს. ზედიზედ მეექვსედ, გამარჯვებული “ბარსელონას” ფეხბურთელი გამოდის. 2008, 2009, 2010 და 2011 წლებში, საუკეთესო გამთამაშებლად ჩავი ერნანდესი სახელდებოდა, ბოლო ორ შემთხვევაში კი, თანაგუნდელს წოდება ინიესტამ ჩამოართვა.

2013 წლის საუკეთესო გამთამაშებლები:

1 ანდრეს ინიესტა ბარსელონა 132 ქულა
2 მესუთ იოზილი რეალი / არსენალი 94 ქულა
3 ანდრეა პირლი იუვენტუსი 78 ქულა
4 ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 61 ქულა
5 ჩავი ერნანდესი ბარსელონა 56 ქულა
6 იაია ტურე სიტი 21 ქულა
7 ტონი კროოსი ბაიერნი 10 ქულა
8 დავიდ სილვა სიტი 6 ქულა
  ხუან მატა ჩელსი 6 ქულა

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward