ტატა მარტინომ “ლევანტესთან” გასამართი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა, რომელშიც კვლავ ვერ მოხვდა ანდრეს ინიესტა. მწვრთნელის აზრით, ფეხბურთელმა ტრავმა უკვე მოირჩინა, მაგრამ მას ცოტა ვარჯიში კიდევ სჭირდება.
განაცხადს მიღმა დარჩა კარლეს პუიოლიც. ამის მიზეზი ისაა, რომ მარტინო კაპიტანს დასვენების საშუალებას აძლევს. რაც შეეხება დანი ალვესს, ის დისკვალიფიცირებულია.
“ლევანტესთან” ასევე ვერ ითამაშებენ ოიერი, ნეიმარი, აფელაი, კუენკა და დოს სანტოსი.
18-კაციან სიაში მოხვდა “ბარსა ბ”-ს შემტევი ჟან მარი დონგუ.
“ლევანტესთან” გასამართი მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება:
ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, პედრო, სანჩესი, მესი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ალბა, ტელიო, ადრიანო, ს. რობერტო, დონგუ.