workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარს კოჭის მყესები აქვს დაჭიმული

ნეიმარს კოჭის მყესები აქვს დაჭიმული

ხეტაფესთან მიმდინარე მატჩის პირველ ტაიმში, “ბარსელონას” ბრაზილიელმა ვარსკვვლავმა, ნეიმარმა, ტრავმა მიიღო და ტატა მარტინო იძულებული გახდა ის ალექსის სანჩესით შეეცვალა.

პირველადი შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ნეიმარს კოჭის მყესები აქვს დაჭიმული. უფრო დეტალური ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდება, რაც ნეიმარს განმეორებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. კატალონიის რადიოს მიერ გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ბრაზილიელს მინიმუმ 3-4 კვირა გაუცდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward