გთავაზობთ ლეო მესის ინტერვიუს, რომელიც ჩაიწერა ესპანეთთან მატჩამდე.
რას აკეთებთ იმისათვის, რომ არ ამოვარდეთ რიტმიდან (არ მოეშვათ) ?
“ბარსას” ფეხბურთელები სულ სხვანაირად ვართ განწყობილნი. ჩვენ ისე ვართ განწყობილნი, რომ არ არის იმის ვარიანტი, რომ რომელიმე მომენტში მოვეშვათ. წინ ძალიან რთული და გადატვირთული კვირები გველის, ამიტომაც “დასასვენებლად” დრო არ არის.
ხავიერ– მასკერანოს ტრასფერი კარგი გადაწყვეტილებააა?
რათმაუნდა. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ხავიერთან, იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მასკერანოთი კმაყოფილი ვარ, იგი საგრძნობლად გააძლიერებს გუნდს.
ხავიერი რამეზე გესაუბრათ?
მე ვიცოდი, რომ მას სურდა “ბარსელონაში” გადმობარგება. იგი ჩვენთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს.
გინდათ, რომ სესკი მოვიდეს გუნდში ?
ვის არ უნდა მასთან ერთად თამაში. არაერთხელ მითქვამს, რომ კარგი იქნებოდა სესკი კვლავ დაბრუნებულიყო სამშობლოში.
თქვენ ხედავთ თქვენ თავს ახალ “ოქროს ბურთის” მფლობელად?
სიმართლე გითხრათ, მე ყოველთვის ვფიქრობდი ინდივიდუალურ პრიზებზე და მქონდა სურვილი დავუფლებოდი მას. მაგრამ ჩემთვის ინდივიდუალურ პრიზზე მნიშვნელოვანი გუნდური პრიზია. ყველა ფეხბურთელს სურს მიიღოს ეს ჯილდო, არც მე ვარ გამონაკლისი.
თქვენ ესაუბრეთ გაბი მილიტოს მას შემდეგ რაც იგი დაბრუნდა ნაკრებში ?
მან ეს დაიმსახურა, იგი ძალიან დიდი ხანია ამისათვის ვარჯიშობდა. იგი ღირსია, რომ ეცვას ალბისელსტეს მაისური.
ახლანდელი არგენტინის ნაკრები განსხვავდება მარადონას ნაკრებისაგან ?
როგორც ხედავთგუნდს ახალი მწვრთნელი ყავს იგი განსხვავებულად მუშაობს და სხვას ითხოვს, ყველა მწვრთნელს თავისი მეთოდი აქვს მუშაობის.
ბატისტას ბედი არგენტინის ნაკრების შედეგებზეა დამოკიდებული ?
არ ვფიქრობ ასე. ყველას თავისი სამუშაო აქვს, ამიტომაც ხალხმა მას უნდა დააცადოს მშვიდათ მუშაობბა.
რა მოხდა მსოფლიო ჩემპიონატზე?
რაც მოხდა მოხდა. ამის გახსენება აღარ ღირს. გერმანიამ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამაზე ფიქრი ჩვენ ცუდის მეტს არაფერს მოგვიტანს. ახლა სულ სხვა გეგმები გვაქვს, ახალი გუნდი გვყავს, გუნდი კარგად თამაშობს, ამიტომაც წარსულზე ფიქრს თავი უნდა დავანებოთ.
როგორი არის თქვენი აზრი მარადონასთან დაკავშირებით ?
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მარადონა გუნდისათვის ბევრს ნიშნავდა. იგი მოვიდა იმ დროს როცა გუნდს ძალიან უჭირდა. მასთან დაკავშირებით მე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.
წყარო: barcamania.com