ტატა მარტინომ “ხეტაფესთან” გასამართი მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი დაასახელა. 18 კაცში ვერ მოხვდა ანდრეს ინიესტა, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს. მის გარდა, მადრიდში გასამართ დაპირისპირებას ხორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსიც გამოტოვებენ.
“ხეტაფესთან” გასამართ მატჩში “ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, სანჩესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, სონგი, ტელიო, ადრიანო, ალვესი, ს. რობერტო.
შეგახსენებთ, რომ თასის პირველი თამაში “ბარსამ” 4:0 მოიგო.