workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტოიჩკოვს სჯერა, რომ “ბარსელონა” მოიგებს ფინალს

სტოიჩკოვს სჯერა, რომ “ბარსელონა” მოიგებს ფინალს

კატალონიის “ბარსელონას” ექს-თავდამსხმელს სჯერა, რომ მისი ყოფილი გუნდი მოახერხებს “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებას ოთხშაბათ სარამოს.

ბულგარელმა თავდამსხმელმა კარიერის საუკეთესო წლები სწორედ “ბარსელონაში” გაატარა. ამ გუნდის შემადგენლობაშივე მოიგო 1992 წელს ჩემპიონთა ლიგა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მან იმუშავა მწვრთნელად და მას შემდეგ რაც “სელტა ვიგო” დატოვა დღემდე უმუშევარია.

ხვალ მას, როგორც უბრალოდ ფეხბურთის მოყვარულს და გულშემატკივარს ისე მოუწევს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება კატალონიელთა შესულებით. მან Sky Sport -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსელონას” მოგების სჯერა.

“ჩემი გული და სული “ბარსელონა” და კატალონიაა. რა თქმა უნდა მე მათი მოგება მინდა, მაგრამ ვიცი ეს არ იქნება ადვილი. ფინალში ხომ ორი საუკეთესო კლუბი გადის.”

“ორივე მათგანმა მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და დამსახურებულად მოიგო კიდეც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატები, (ინგლისი და ესპანეთი). ძალიან რთული თამაში იქნება.”

ინტერვიუს ბოლოს სტოიჩკოვმა ყოფილ თანაგუნდელზე და ახლა უკვა “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელზე გააკეთა კომენტარი. “გვარდიოლა ძალიან დიდ როლს ასრულებს დღევანდელი “ბარსელონას” ასეთ გამარჯვებებში და მე ეს ძალიან მახარებს.”

წყარო www.goal.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward