workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ “ოქროს ბურთს” რონალდუ მიიღებს

გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ “ოქროს ბურთს” რონალდუ მიიღებს

Championat.com-მა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მკითხველებს სთხოვეს გამოევლინათ, თუ ვინ გახდება 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. გამოკითხვაში მონაწილეობა 38275 ადამიანმა მიიღო.

რესპონდენტთა უმრავლესობამ (61,3%) მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ აირჩია. 20,4%-ს მიაჩნია, რომ “ოქროს ბურთს” მიუნხენის “ბაიერნისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი მიიღებს. ბოლოს, 18,3%-ს მიაჩნია, რომ გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კატალონიის “ბარსელონას” და არგენტინის ეროვული ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი გახდება.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” გამარჯვებული გამოვლინდება ხვალ, 13 იანვარს, ციურიხში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward