კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტს, სანდრო როსელს, “სანტოსის” ყოფილი თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენასთან დაკავშირებით წესები არ დაურღვევია, იტყობინება ესპანური პრესა. ეს დასკვნა ეროვნულმა სასამართლომ გამოიტანა, რომელმაც აღნიშნული საქმე შესაბამისი დოკუმენტებით განიხილა. მოსამართლე პაბლო რუსმა როსელი უდანაშაულოდ მიიჩნია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კატალონიური კლუბის წევრმა ოპოზიციიდან, ხორდი კასესმა განაცხადა, რომ როსელმა ამ ტრანსფერიდან 40 მილიონი ევრო მიითვისა. “ბარსელონას” პრეზიდენტმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი სინდისი სუფთაა და არაფრის ეშინია.