IFFHS-ის რეიტინგის მიხედვით, 2013 წლის საუკეთესო კლუბი “ბაიერნია”. მას მოჰყვება “რეალი”, “ჩელსი” და “ატლეტიკო”. “ბარსელონა” მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
“ბაიერნმა” 370 ქულა დააგროვა, რაც არავისთვის არაა გასაკვირი, რადგან გერმანელებს საოცარი პერიოდი უდგათ. მადრიდელებმა 290 ქულა დააგროვეს. კატალონიურ კლუბს 247 ქულა აქვს.
აღსანიშნავია, რომ მეორეადგილოსანმა მადრიდის “რეალმა” ვერცერთი ტურნირის მოგება ვერ მოახერხა. მათ დათმეს ლა ლიგა, გამოვარდნენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან და წააგეს კოპა დელ რეის ფინალი საკუთარ მოედანზე.
გთავაზობთ 2013 წლის საუკეთესო კლუბების ათეულს:
- ბაიერნი (370)
- “რეალი” (290)
- “ჩელსი” (273)
- “ატლეტიკო” (251)
- “ბარსელონა” (247)
- პსჟ (240)
- “ბაზელი” (239)
- “ატლეტიკო მინეირო” (238)
- “ტოტენჰემი” (238)
- “ბენფიკა” (232)