workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ჰერკულესისთვის” კარგად ნაცნობი “ბარსა”

“ჰერკულესისთვის” კარგად ნაცნობი “ბარსა”

11 სექტემბერს გაიმართება ესპანეთის ჩემპიონატის მე–2 ტური, რომელშიც ერთამენთს დაუპირისპირდებიან კატალონიის “ბარსელონა” და ალიკანტეს “ჰერკულესი”. “ჰერკულესის 4 წარმომადგენლისათვის” “ბარსელონა” უცხო ხილი ნამდვილად არ არის.

ერთ– ერთი მათგანი არის ამჟამინდელი მწვრთნელი – ესტებან ვიგო. იგი “ბარსელონაში” 1977 წლიდან ასპარეზობდა, მას საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა კატალონიურ გრანდში, მან გუნდთან ერთად 5 ტიტულის მოგება შეძლო. მეორე მათგანი ფეხბურთლი რუფეტეა, რომელიც “ბარსელონაში” არცთუ დიდი ხანი ასპარეზობდა, მისი დებიუტი იოჰან კრუიფის დროს შედგა 1995/96 სეზონში. იმის მიუხედავად, რომ იგი ძალიან იშვიათად ჩნდებოდა მოედანზე, მაინც გამოდის, რომ მან  “ბარსელონასთან” ერთად სამი ტიტულის დაუფლება მოახერხა.

მესამე მათგანიც ფეხბურთელი გახლავთ, კატალონიაში მას იცნობდნენ როგორც “როდრი”. მისი სრული სახელი და გვარია სერხიო როდრიგესი, მისი დებიუტი შედგა 2005/06 სეზონში. იგი თამაშობდა დეკუს, ეტოოს, რონალდინიოს მხარდამხარ, შეგახსენებთ, მაშინ ბლაუგრანას მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი გახლდათ. მეოთხე მათგანი კრისტიან იდალგოა, რომელიც ასევე ფრანკ რაიკაარდის დროს ასპარეზბოდა, იგი გუნდში  2004/05 წლებში მოვიდა. მისი კარიერა კატალონიურ კლუბში წარმატებით ვერ გაგრძელდა, ამიტომაც მან დატოვა კლუბი.

ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს საკმაო რაოდენობის ფეხბურთლი, რომელთაც რაღაც კავშირი მაინც ჰქონიათ ან აქვთ “ბარსელონასთან”. ივან დე ლა პენია, ვერდუ, ბაენა, სერხიო გარსია, მარკ პარდესა.

წყარო: fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward