“ბარსელონა ბ”-ს თავდამსხმელის, ტონი სანაბრიას იტალიურ “რომაში” გადასვლა შეგვიძლია დასრულებულად მივიჩნიოთ. კატალონიური Sport-ის ცნობით, 17 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და მათ აუწყა, რომ “რომაში” გადადის. აღნიშნულს ადასტურებს “ბარსა ბ”-ს კიდევ ერთი ფეხბურთელის, პოლ კალვეტის მიერ “ტვიტერზე” გაკეთებული ჩანაწერი.
“წარმატებები შენს ახალ გუნდში. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, პარაგვაელო. არივედერჩი.” – ასე მიმართავს კალტევი სანაბრიას.
ივარაუდება, რომ ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცახდება უახლოეს დღეებში გაკეთდება და მეტ ინფორმაციასაც ამ დროს გავიგებთ.