აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) 2026 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ნომინანტები გამოაცხადა. როგორც Mundo Deportivo წერს, კანდიდატთა შორის “ბარსელონას” ორი წარმომადგენელია: ეგვიპტელი თავდამსხმელი ჰამზა აბდელკარიმი და მაროკოელი ნახევარმცველი კაუტარ აზრაფი. ორივე ფეხბურთელი 18 წლისაა.
ჰამზა აბდელკარიმი “ბარსელონას” 2026 წლის თებერვალში, ეგვიპტური “ალ აჰლიდან” იჯარით შეუერთდა. თავდაპირველად ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ზაფხულში კი კატალონიურმა კლუბმა მისი გამოსყიდვის უფლება გამოიყენა.
ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდში, “ბარსა ატლეტიკსა” და ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით პირველ გუნდშიც ითამაშა. მისი ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში 31 აგვისტოს, “რაიო ვალიეკანოსთან” მატჩში შედგა.
მამაკაცთა შორის აფრიკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზე აბდელკარიმის კონკურენტები არიან იან დიომანდე (“რეალ მადრიდი”), იბრაჰიმ მაზა (“ლევერკუზენი”), კრისტიან კოფანე (“ლევერკუზენი”), კრისტ ინაო (“ფიორენტინა”), კალებ ირენკი (“ქოვენთრი”), ისმაელ კამისოკო (“ეტუალ დუ მანდე”), აბდელა უაზანი (“აიაქსი”), აიუბ ბუადი (“მანჩესტერ სიტი”) და იბრაჰიმ მბაი (“ასტონ ვილა”).
ქალთა კატეგორიაში კი “ბარსელონას” კაუტარ აზრაფი წარმოადგენს. მაროკოელი ფეხბურთელი ესპანეთის ქალაქ მანრესაში დაიბადა. მან საფეხბურთო კარიერა “იგუალადაში” დაიწყო, 11 წლის ასაკში კი “ბარსელონას” აკადემიას შეუერთდა. ამჟამად აზრაფი კატალონიური კლუბის ქალთა სარეზერვო გუნდში ასპარეზობს.
აფრიკის 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია 7 დეკემბერს, ნიგერიის ქალაქ ლაგოსში გაიმართება.




ფლიკი ცუდად ექცევა უამრავი თამაში უყო სადაც შეეძლო გამოეყავანა ცოტა ხნით მაინც.