მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა ხოსეპ გვარდიოლამ, 2013 წლის “ოქროს ბურთი” პრეტენდენტებზე საკუთარი აზრი დააფიქსირა. იტყობინება, ესპანური პრესა.
ესპანელმა თავისი გუნდის ნახევარმცველზე, ფრანკ რიბერიზე, მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ თავდამსხმელზე, კრიშტიანუ რონალდუზე და “ბარსელონას” ლიდერზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“ფრანკ რიბერი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, სამივე ფეხბურთელი წარმოუდგენლად ძლიერია. რაც შეეხება “ოქროს ბურთს”, რიბერი აუცილებლად უნდა გაემგზავროს ციურიხში და დაჯილდოვების ცერემონიით უნდა ისიამოვნოს. ამ დონეზე მე ჯერაც არ მინახავს ფეხბურთელი, რომელიც იმ თვისებებს ფლობს, რასაც რიბერი. უბრალოდ დაუჯერებელი ფაქტია, როდესაც ის თავისი გუნდისათვის იბრძვის. ჩემთვის უდიდესი პატივია მის მწვრთნელად ყოფნა. ვიმედოვნებ, რომ მე გამომივა დავეხმარო მას საკუთარი თვისებების სრულყოფილებაში.” – განაცხადა, გვარდიოლამ.