workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიმეონე: „ბარსელონაზე“ ჯერ არ ვფიქრობ“

სიმეონე: „ბარსელონაზე“ ჯერ არ ვფიქრობ“

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე აცხადებს, რომ ის, ახლა, არა “ბარსელონასთან”, არამედ “ვალენსიასთან” გასამართ დაპირისპირებაზე ფიქრობს.

“ვფიცავ, რომ “ბარსელონასთან” თამაშზე არ ვფიქრობ. ახლა, “ვალენსიასთან” შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული. ჩვენთვის, ქვეყნის თასი ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ამ ტურნირზე თავს კარგად წარმოვაჩენთ, მაგრამ ვხვდები, რომ ეს რთული იქნება. “ვალენსიასთან” თამაშის შემდეგ უკვე “ბარსელონაზე” ფიქრს დავიწყებთ.” – აცხადებს დიეგო სიმეონე.

პრიმერა დივიზიონის ლიდერები, “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ერთმანეთს 11 იანვარს დაუპირისპირდებიან. მანამდე, გუნდები სათასო თამაშებს გამართავენ. მადრიდელები, დღეს, “ვალენსიას” ეწვევიან, ხოლო კატალონიელები, ხვალ, “ხეტაფეს” უმასპინძლებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward