workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ ვალდესის ან კასილიასის შესაძენად მზადაა

პსჟ ვალდესის ან კასილიასის შესაძენად მზადაა

“პარი სენ ჟერმენი” ზაფხულში, შესაძლოა, სალვატორე სირიგუმ დატოვოს. Le10sport იტყობინება, რომ პარიზელებს იტალიელის შემცვლელად, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარეებიდან ერთ-ერთი სურთ: ვიქტორ ვალდესი ან იკერ კასილიასი.

უკვე ნათელია, რომ ვალდესი ზაფხულში “ბარსელონას” დატოვებს. ასევე, დიდი შანსია იმის, რომ “რეალის” დატოვება გადაწყვიტოს კასილიასმა, რომელიც დიდი ხანია მადრიდულ კლუბში №1 გოლკიპერად აღარ ითვლება. პსჟ-ს სურს ისარგებლოს ამ სიტუაციით და მსოფლიო დონის რომელიმე მეკარე შეიძინოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward