workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბორუსია“ ადასტურებს – ტერ შტეგენი არ გაახანგრძლივებს

„ბორუსია“ ადასტურებს – ტერ შტეგენი არ გაახანგრძლივებს

მიონხენგლადბახის “ბორუსია” ოფიციალურად ადასტურებს, რომ 21 წლის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

ტერ შტეგენის კონტრაქტს ვადა 2015 წელს ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, ის “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ცნობილი იყო, რომ გერმანელები ახალგაზრდა მეკარეს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობდნენ, მაგრამ დღეს, “ბორუსიას” ოფიციალურ “ტვიტერზე” შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა: “მარკმა გვაცნობა, რომ ის ჩვენს შეთავაზებას არ დასთანხმდა.” ეს სიტყვები “ბორუსიას” სპორტულ დირექტორს, მაქს ებერლს ეკუთვნის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward