ბოლო ოთხშაბათს ღამით, “ბარსელონას” ლეგენდა, ჟოსეპ სეგუერა გარდაიცვალა. სეგუერა, პირველი გუნდის ფეხბურთელი 14 სეზონის განმავლობაში იყო, ჩაატარა 470 მატჩი და გაიტანა 133 გოლი. “ბარსელონა” – “ელჩეს” დაწყებამდე, ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჟოსეპ სეგუერას ხსოვნას. მისი სამი შვილი ჟოსეპი, ისაბელი და მონტსერატი მიწვეულნი იყვნენ სტადიონზე და მატჩს თვალს ადევნებდნენ.
ბოლო წუთებზე, ფეხბურთელებს შავი სამკლაურები ეკეთათ, სეგუერას ხსოვნისადმი მიძღვნილი.
გავიხსენოთ ეუსებიო
“ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა, ასევე გაიხსენა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ეუსებიო, რომელიც დღეს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, გულის შეტევის გამო: “დღეს, “კამპ ნოუზე” ჩვენ გავიხსენეთ დიდი ჟოსეპ სეგუერა. ამ დღეს, სხვა ფეხბურთის ლეგენდამაც დაგვტოვა. ჩემი გულწრფელი სამძიმარი ეუსებიო და სილვას გარდაცვალებისადმი”. ორშაბათს, კარლეს რეშაკი, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და პრეზიდენტის მრჩეველი, რომელიც კლუბს წარმოადგენს, მიწვეულია ყოფილი პორტუგალიელი ფეხბურთელის დაკრძალვაზე.