ფეხბურთელი უდიდესი გამოცდილებით, უდიდესი ნიჭით და შრომიმოყვარეობით, რომელსაც შრომისმოყვარეობა წყალში არ ჩაეყარა, 14 წლიანი თავდადების და მუდმივი ვარჯიშის შემდეგ ესპანეთის დაბალი დონის გუნდებიდან მან მოახერხა მსოფლიოს საუკეთესო გუნდის მაისურის მორგება, ჩვენ საიტზე და ალბათ ყველგან მას ყველაზე იშვიათად ახსენებენ “ბლაუგრანას” ფეხბურთელთაგან, რადგან ვიქტორ ვალდესის ძირითადი შემადგენლობიდან ჩამოშორებას მხოლოდ თავად ვიქტორ ვალდესი თუ შეძლებდა და მეტი ვერავინ დღევანდელ “ბარსელონაში”.
ხოსე მანუელ პინტო ესპანეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ანდალუზიის პროვინციის სოფელ ელ პუერტო დე სანტა მარიაში დაიბადა და გაიზარდა, აღნიშნული სოფელი “თეთრი სოფელის” მეტსახელითაა ცნობილი მთელ პროვინციაში (სახლების შეფერილობის გამო) და ის კადისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან.
მომავალი მეკარე თანასოფლელებთან ერთად ყოველდღიურად აგორებდა ბურთს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ რომ მათ დარტყმულებს იგერიებდა, მაგრამ ოფიციალურად მანუელმა ფეხბურთზე სიარული ამავე სოფლის გუნდ “საფა სან ლუიში” 17 წლის ასაკში დაიწყო, სადაც ის 1992-1994 წლებში ვარჯიშობდა ვარჯიშების შემდეგ კი მდინარე გვადალეტეში გრილდებოდა თანატოლებთან ერთად. სწორედ ეს მდინარე ჰყოფს შუაზე მის სოფელ ელ პუერტო დე სანტა მარიას.
აღნიშნული ასაკი ფეხბურთის თამაშის დასაწყებად ბევრისათვის წარმოუდგენელია, თუმცა პინტომ შეძლო და ერთი პატარა სოფლიდან ბარსელონამდე მიაღწია.
1994 წელს “საფა სან ლუისში” პინტოს თამაში “ბეტისის” მწვრთნელებმა შეამჩნიეს და შემდეგი 4 წელი მეკარემ “ბეტისის” სარეზერვო გუნდში გაატარა, ეს გახლდათ მისი პირველი პროფესიონალური ნაბიჯები. “ბეტის B”-ში პინტომ 68 მატჩი ჩაატარა და 1998 წელს “ბეტისის” ძირითად გუნდში გადაიყვანეს, პარადოქსია მაგრამ მან “ბეტისში” მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და ვიგოს “სელტაში” გადაბარგდა, ვიგოს “სელტამ” გააცნო მთელ ესპანეთს ხოსე მანუელ პინტო, ამ კლუბში მეკარემ 10 წელი გაატარა და 161 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
2005-06 წლების სეზონში “სელტას” შემადგენლობაში პინტომ ლა ლიგის ეგიდით 38 მატჩი ითამაშა და მხოლოდ 29 გოლი გაუშვა საკუთარ კარში, ეს მაჩვენებელი საუკეთესო გახლდათ ამ სეზონისათვის და მანუელ პინტო პირველი “სელტას” მეკარე გახდა ისტორიაში, რომელმაც “ზამორას ტროფეი” მოიგო. აღნიშნული ტიტულის მოგების შემდეგ მთელმა გუნდმა ერთხმად დაასახელა გუნდის ახალი კაპიტანი – ხოსე მანუელ პინტო.
2008 წელს კატალონიის “ბარსელონამ” ხოსე მანუელ პინტო ვიგოს “სელტადან” ინათხოვრა, ამავე სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში “ბარსელონამ” მეკარე გამოისყიდა და ოფიციალურად შეიძინა.
მიუხედავად იმისა, რომ პინტოს ძირითადში თამაში არ უწევს ის ვალდესის საიმედო შემცვლელია, მან ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2010 წლის გამპერის ტროფეის გათამაშებაზე “მილანის” წინააღმდეგ ჩაატარა, აღნიშნული ტიტულის მოგება შეიძლება ითქვას რომ მთლიანად მის კისერზეა. პენალტები სერიაში ჯერ ორ აწ უკვე ლეგენდად ქცეულ ფეხბურთელს კლარენს ზეედორფსა და პირლოს აუღო შემდეგ კი ჩეხი მარეკ იანკულოვსკის დარტყმული არ მიუშვა საკუთარ კარამდე, “ბარსელონამ” კი ამ უკანასკნელის წყალობით შემდეგი ტიტული შემატა მუზეუმს.
ცრურწმენა და პინტო “ბარსელონაში”
აღსნიშნავი ფაქტია, რომ ცრურწმენის გამო “ბარსელონაში” აქამდე არასოდეს არავის უტარებია 13 ნომერი მაისური. უკვე XXI საუკუნეა, ცრურწმენების თითქმის აღარავის სჯერა და მანუელ პინტოს თხოვნით მან 13 ნომერი მეკარის მაისური მოირგო კლუბში გადმოსვლისას, რადგან მთელი ცხოვრება ამ ნომერს ატარებდა, პინტო ამითიცაა გამორჩეული. ალბათ ცრურწმენების პინტოს თავად ჯერა, რადგან სამივე “მილანის” ფეხბურთელს გამპერის თასზე პენალტებში დარტყმის წინ ბურთი თავად მიაწოდა და სამივეს აუღო, როგორც ჩანს ცრურწმენამ გაამართლა.
პირადი მონაცემები
სრული სახელი და გვარი: ხოსე მანუელ პინტო კოლორადო
ასაკი: 34
დაბადების ადგილი: ელ პუერტო დე სანტა მარია, ესპანეთი
ეროვნება: ესპანელი
სიმაღლე: 185 სმ.
წონა: 82 კგ.
ტიტულები
“ს ე ლ ტ ა”
უეფას ინტერტოტოს თასი – 2000 წელი.
“ბ ა რ ს ე ლ ო ნ ა”
ესპანეთის ლა ლიგა – 2008/2009 წელი.
ესპანეთის სამეფო თასი – 2008/2009 წელი.
უეფას ჩემპიონთა ლიგა – 2008-2009 წელი.
ესპანეთის სუპერთასი – 2009 წელი.
უეფას სუპერთასი – 2009 წელი.
მსოფლიოს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი – 2009 წელი.
ესპანეთის ლა ლიგა – 2009/2010 წელი.
ესპანეთის სუპერთასი – 2010 წელი.
პ ი რ ა დ ი
ზამორას ტროფეი – 2005/2006 წელი.
წყარო: soccerway.com