25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ელჩემ” კამპ ნოუზე ბოლოჯერ ითამაშა. იხილეთ სხვა საინტერესო ფაქტები დღევანდელ თამაშზე.
- “ბარსელონასა” და “ელჩეს” შორის უკანასკნელი დაპირისპირება გაიმართა 1989 წლის 12 თებერვალს.
- იმ დღეს იოჰან კრუიფის გუნდმა მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხა. “ელჩეს” მწვრთნელი კატალონიელთა ლეგენდა კუბალა იყო.
- “ბარსელონას” 50 პროცენტიანი გამარჯვებათა მაჩვენებელი აქვს “ელჩეს” წინააღმდეგ. 38 შეხვედრიდან 19 მოგება, 11 ფრე და 8 წაგება.
- “ბარსამ” “ელჩესთან” ბოლოს 1974/75 წლების სეზონში წააგო.
- “ელჩეს” კამპ ნოუზე არასდროს მოუგია, 12-ჯერ დამარცხდა და 7-ჯერ ფრედ ითამაშა.
- “ელჩეს” შემადგენლობაში კატალონიელთა ორი ყოფილი ფეხბურთელია: ალბერტო ბოტია და დავიდ ლომბანი.