workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შეუჩერებელი ლიდერი, რომელსაც ევროპაში ბადალი არ ჰყავს

შეუჩერებელი ლიდერი, რომელსაც ევროპაში ბადალი არ ჰყავს

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკის "ბარსელონა" ევროპაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი მოგებული აქვს. კატალონიელები ლა ლიგაში უპრეცედენტო შედეგიანობით გამოირჩევიან (საშუალოდ 4.42 გოლი მატჩში) და სანაკრებო პაუზის შემდეგ უმძიმესი კალენდრისთვის ემზადებიან.

სანამ ფლორენტინო პერესის მიერ დახარჯული 225 მილიონი ევროს შემდეგ “რეალ მადრიდი” ცხრილში ქვეითდება, ჟოზე მოურინიო კი იმ ძველ მეთოდებს უბრუნდება, რამაც თავის დროზე მადრიდულ კლუბში მისი პირველი ეტაპი დააზიანა, ჰანსი ფლიკის “ბარსელონა” საოცარი ფეხბურთითა და ევროპულ ფეხბურთში უპრეცედენტო სტატისტიკით წინ მიქრის.

ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტია და უჩვეულო სამკვირიანი სანაკრებო პაუზა გუნდის ელვისებურ რიტმს აფერხებს, წინ კი გუნდს უმძიმესი მონაკვეთი ელის: ნოემბრის სანაკრებო ფანჯრამდე გუნდს “გალათასარაისთან”, “რეალ ბეტისთან” და პსჟ-სთან გასვლითი შეხვედრები, შინაურ კედლებში “რეალ მადრიდთან” ელ კლასიკო, “ასტონ ვილასთან” მატჩი და ხულიან ალვარესის ჩაშლილი ტრანსფერის გამო უჩვეულოდ გახურებულ “მეტროპოლიტანოზე” “ატლეტიკოსთან” დაპირისპირება მოუწევს. ახლა მთავარი ე.წ. “ფიფას ვირუსისგან” თავის დაცვაა, თუმცა გუნდის მიერ ნაჩვენები სტარტი ოცნების სრულ საფუძველს იძლევა.

ჰანსი ფლიკის მესამე სეზონი “ბარსელონაში” ყველა რეკორდის დამხობისკენ მიდის. პირველ შვიდ ტურში “რეალ მადრიდზე” ექვსქულიანი უპირატესობა კატალონიელთათვის ისტორიულად ყოველთვის ჩემპიონობის გარანტია იყო. მეორე ადგილზე მყოფი “ატლეტიკო” კი ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩება.

საუკეთესო ევროპაში

ბოლო ორი გათამაშების ჩემპიონი ევროპაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ყველა ოფიციალურ ტურნირზე გამართული ყველა მატჩი მოგებული აქვს: ლა ლიგაში შვიდიდან შვიდი გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურში “ფეიენორდის” 5-1 განადგურება – ტურნირზე, რომელიც კლუბის ყველა დონეზე მთავარ მიზნადაა დასახელებული.

ტოპ ჩემპიონატებში მხოლოდ “მანჩესტერ სიტი” (5 მოგება) და დორტმუნდის “ბორუსია” (4 მოგება) ინარჩუნებენ უდანაკარგო სვლას შიდა პირველობებში. მათ ჩემპიონთა ლიგაზეც გაიმარჯვეს (ინგლისელებმა “პორტუსთან” 0-2 მოიგეს, გერმანელებმა კი “ვილიარეალს” 3-2 სძლიეს), თუმცა სეზონი მარცხით დაიწყეს: ენცო მარესკას გუნდმა ქომიუნითი შილდზე “არსენალთან” 0-3 წააგო, ხოლო ნიკო კოვაჩის კოლექტივმა გერმანიის სუპერ თასზე “ბაიერნთან” 1-2 დათმო.

4.42 გოლი მატჩში ლა ლიგაში

“ბარსელონა” ტაბლოზე ისეთივე შეუჩერებელია, როგორც თვალისთვის სასიამოვნო თავისი უშრეტი შემტევი პოტენციალით. არადა, კლუბმა რობერტ ლევანდოვსკის ადგილის დასაკავებლად სასურველი ცხრიანის შეძენა ვერ მოახერხა. მხოლოდ “ატლეტიკმა” (2-0) და “სევილიამ” (1-3) შეძლეს, რომ რაფინიას (12 გოლი ლა ლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე) და ლამინ იამალის (7 გოლი ჩემპიონატში, 1 ჩემპიონთა ლიგაზე) დამრტყმელი ძალისგან ოთხი ან მეტი ბურთი არ მიეღოთ.

ლა ლიგაში შვიდ მატჩში გატანილი 31 გოლი მატჩში საშუალოდ 4.42 ბურთს უდრის, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში აქამდე არასდროს უნახავთ.

საწყის შვიდ ტურში ამდენი გოლი არავის გაუტანია: 1950/51 წლების სეზონის ლეგენდარულმა “ბარსამ” ამ მონაკვეთში 29 ბურთი შეაგდო. შედარებისთვის: “რეალ მადრიდს” თითქმის ორჯერ ნაკლები (18) აქვს გატანილი, “მანჩესტერ სიტის” საშუალო მაჩვენებელი “სანდერლენდთან” მოგების (5-3) შემდეგ 2.6-მდე გაიზარდა, ხოლო პსჟ, რომელიც ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზეა და “მონაკოს” ხუთი ქულით ჩამორჩება, რვა შეხვედრაში საშუალოდ ერთ გოლს ძლივს იტანს. “ბაიერნის” საშუალო შედეგიანობაც კი ბუნდესლიგაში მატჩში მხოლოდ 1.4 ბურთია.

“ბარსელონას” მომდევნო გამოწვევა ისტორიაში საუკეთესო სტარტის გამეორება იქნება, რომელიც 2013/14 წლების სეზონში ხერარდო მარტინოს ხელმძღვანელობით დაფიქსირდა. შაბათს, 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი მატჩი “ხეტაფესთან” იმ რთული ოქტომბრის დასაწყისი იქნება, რომელიც ფლიკის გუნდს ურთულესი გამოცდებით ელოდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • iniesta888
    iniesta888 გულშემატკივარი
    schedule 22 სექ 2026, 11:36
    #3

    სეზონის გადამწყვეტი ფაზისთვის გადაწვამდე არ მივა რაფინია და სხვები იმედია, უნდა გაუნაწილოს წუთები

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 22 სექ 2026, 11:03
    #2

    იმედი მაქ ბაბუა ფლიკს მოფიქრებული აქვს წუთები როგორ გადაანაწილოს რაა, ეს სანაკრებო ხო საერთოდ მარაზმიააა…იმედია უმტკივნეულოდ გადავიტანთ

  • geniosi
    geniosi ლეგენდა
    schedule 22 სექ 2026, 10:51
    #1

    Yamali da Rafinam Unda Daasvenos flikma Getafestan Da Galatasaraystan [Gordoni jesusi Adeyemi] Ese jobia ro dayenos Rodrimac unda Daisvenos Da olmomac Fermini Pedri Da Gavi unda dadgnen Naxevardacvashi da dacvashi Cubarsi da Kunde Kargi iqneboda