workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გეგმების ცვლილება გერმანიაში: ადეიემი შეკრებაზე ნაადრევად გამოიძახეს

გეგმების ცვლილება გერმანიაში: ადეიემი შეკრებაზე ნაადრევად გამოიძახეს

კარიმ ადეიემი “ბარსელონაში” სადებიუტო ეტაპს საოცნებოდ ატარებს. “ბლაუგრანას” რიგებში მისი ბრწყინვალე სტარტი (ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შვიდ მატჩში) გერმანიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. გერმანელმა სპეციალისტმა ადეიემი თავის სადებიუტო განაცხდში შეიყვანა, რომელიც ორ ნაწილად იყო დაყოფილი: პირველ ჯგუფში საწყისი ორი მატჩის მონაწილეები მოხვდნენ, ხოლო მეორეში – ერთა ლიგის მომდევნო ორი შეხვედრისთვის განკუთვნილი ფეხბურთელები.

თავდაპირველი გეგმით, ადეიემი მესამე და მეოთხე ტურების მატჩებისთვის (1 ოქტომბერს სერბეთთან და კვირას, 4 ოქტომბერს საბერძნეთთან) იყო გამოძახებული. თუმცა “ბარსელონას” თავდამსხმელის გუნდთან შეერთება უკვე ორშაბათიდან გახდა საჭირო: მიზეზი მიუნხენის “ბაიერნის” ახალგაზრდა ნახევარმცველ ლენარტ კარლის ფიზიკური დისკომფორტი გახდა. დატვირთვების რეგულირების მიზნით კარლი მეორე სიაში გადაიყვანეს, მის ნაცვლად კი პირველ ჯგუფში ადეიემი დაწინაურდა.

უეფას ერთა ლიგის სასტარტო ტურში გერმანიის ნაკრები ხუთშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე ნიდერლანდებს ესტუმრება, კვირას, 22:45 საათზე კი საბერძნეთს უმასპინძლებს. ორივე ამ დაპირისპირებაში კარიმ ადეიემი მონაწილეობას მიიღებს – ისევე როგორც “ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელიც ამჟამად იჯარით “აიაქსში” ასპარეზობს.

ამის შემდეგ კი გამოჩნდება, ითამაშებს თუ არა კატალონიელთა ფორვარდი იმ დარჩენილ ორ შეხვედრაშიც (შინ სერბეთთან და გასვლაზე საბერძნეთთან), რომლებშიც თავდაპირველი გათვლით უნდა მიეღო მონაწილეობა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • 7ermin
    7ermin ახალბედა
    schedule 22 სექ 2026, 14:05
    #1

    არავინ უნდა დაიმტვრეს. ყველა თამაშს უნდა ვუყურო და გავწურო რომ ტრავმა არავინ მიიღოს. განსაკუთრებით კუბარსიმ, როდრიმ, პედრი, რაფინიამ და იამალმა

    • AFRO
      AFRO ახალბედა
      schedule 22 სექ 2026, 15:21
      #2

      იმედია რაფინია შარშანდელივით ქაჯივით არ ირბენს და მიხვდება რო უნდა დაიკიდოს ეს ამხანაგურები, ჩემი ნება როიყოს ხეტაფესთან იამალს რაფას როდრის დავასვენებდი