workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია-იამალი: ევროპის ტოპ ლიგების საუკეთესო დუეტი

რაფინია-იამალი: ევროპის ტოპ ლიგების საუკეთესო დუეტი

bolt მოკლედ
რაფინიასა და ლამინ იამალის დუეტი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ყველაზე შედეგიან ტანდემად ჩამოყალიბდა. "ბარსელონას" შემტევებმა ყველა ტურნირზე გუნდის 36 გატანილი გოლიდან 27-ში მიიღეს უშუალო მონაწილეობა და კონკურენტებს საგრძნობლად უსწრებენ.

რაფინიას დაუოკებელ გოლეადორად გარდაქმნასთან ერთად, ჰანსი ფლიკის განკარგულებაშია ლამინ იამალიც, რომელიც სეზონის სტარტზე ისტორიულ შედეგებს აფიქსირებს. “ბარსელონას” შემტევი დუეტი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ყველაზე პროდუქტიულია და უახლოეს მდევრებს დიდი უპირატესობით უსწრებს.

მხოლოდ ლა ლიგაში ორივეს აქტივში ჯამში 19 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ეს მაჩვენებელი გაცილებით აღემატება მეორე ადგილზე მყოფი “რეალ მადრიდის” ტანდემს (კილიან მბაპე – 7 გოლი, 2 ასისტი; ჯუდ ბელინგემი – 3 გოლი, 3 ასისტი – სულ 10 გოლი და 5 პასი). მესამე პოზიციას “რაიო ვალეკანოს” წყვილი იკავებს (კამელიო და ალვარო გარსია – 9 გოლი და 3 ასისტი), მეოთხეზე კი “მანჩესტერ სიტია” (ერლინგ ჰოლანდი და რაიან შერკი – 8 გოლი და 2 ასისტი).

“ბარსას” შემტევთა ციფრები უბრალოდ არამიწიერია: მიუნხენის “ბაიერნის” შემტევებს, მაიკლ ოლისესა და ჰარი კეინს, ბუნდესლიგაში 7 გოლი და 2 ასისტი აქვთ, ხოლო ყველა ტურნირზე (უკვე ოთხ ტურნირზე ითამაშეს) – 14 გოლი და 5 საგოლე პასი. შედარებისთვის: რაფინიასა და ლამინის საერთო მონაგარი ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 22 გოლსა და 9 საგოლე გადაცემას შეადგენს.

მონაწილეობა 27 გოლში

დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ რაფინიამ და ლამინ იამალმა, როგორც გოლის ავტორებმა, ასისტენტებმა ან ორივე როლში ერთად, “ბარსელონას” მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი 36 გოლიდან 27-ში მიიღეს მონაწილეობა: ლა ლიგაში 31-დან 24 გოლში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – 5-დან 4-ში. მხოლოდ “რასინგ სანტანდერთან” გამართულ შეხვედრაში მათ გუნდის 7 გოლიდან 6-ში მიიღეს უშუალო მონაწილეობა.

გოლების ქრონოლოგია, სადაც დუეტი ფიგურირებს:

  1. ელჩე – რაფინიას გოლი
  2. ელჩე – რაფინიას საგოლე პასი
  3. ელჩე – რაფინიას გოლი
  4. ელჩე
  5. ელჩე
  6. ატლეტიკი – რაფინიას გოლი
  7. ატლეტიკი
  8. რაიო – რაფინიას გოლი
  9. რაიო – ლამინის გოლი
  10. რაიო
  11. რაიო – რაფინიას გოლი
  12. რაიო – ლამინის გოლი
  13. ვალენსია – ლამინის გოლი
  14. ვალენსია
  15. ვალენსია – რაფინიას გოლი
  16. ვალენსია
  17. ვალენსია – ლამინის გოლი
  18. ფეიენორდი – ლამინის ასისტი, რაფინიას გოლი
  19. ფეიენორდი
  20. ფეიენორდი – რაფინიას გოლი
  21. ფეიენორდი – ლამინის გოლი
  22. ფეიენორდი – ლამინის ასისტი
  23. ლევანტე – რაფინიას ასისტი
  24. ლევანტე – რაფინიას ასისტი, ლამინის გოლი
  25. ლევანტე – ლამინის გოლი
  26. ლევანტე
  27. რასინგი – ლამინის ასისტი
  28. რასინგი – რაფინიას გოლი
  29. რასინგი
  30. რასინგი – რაფინიას გოლი
  31. რასინგი – რაფინიას გოლი
  32. რასინგი – ლამინის ასისტი
  33. რასინგი – ლამინის გოლი
  34. სევილია – რაფინიას გოლი
  35. სევილია – ლამინის ასისტი, რაფინიას გოლი
  36. სევილია – ლამინის ასისტი, რაფინიას გოლი

იმ 27 ეპიზოდიდან, სადაც მათ თავი გამოიჩინეს, ოთხ შემთხვევაში ერთმა მეორეს გაუკეთა საგოლე გადაცემა: “ფეიენორდთან” ლამინის პასით რაფინიამ გაიტანა, “ლევანტესთან” პირიქით – რაფინიას გადაცემით ლამინმა შეაგდო, ხოლო “სევილიასთან” ბოლო ორ ეპიზოდში კვლავ ლამინის ასისტებით გაიტანა ბრაზილიელმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

დატოვე კომენტარი

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 21 სექ 2026, 23:02
    #5

    დაიქოქა რეალის საჩივრების მანქანა. როცა ანალოგიურად ფეხებს აგლიჯავდნენ ბარსას და არა მარტო ბარსას ფეხბურთელებს და არ ისჯებოდნენ, მაშინ ჩუმად იყვნენ. ახლა როცა თვითონ დაიჩაგრნენ დაიწყეს წკმუტუნი და აჭრელებულია ვიდეობით ფბ. ესპანელი მსაჯები კრიტიკას რომ ვერ უძლებენ ეს ფაქტია, მაგრამ როცა სხვას ჩაგრავ ის ხომ კარგია, როცა შენ იჩაგრები ვაი დედა. დაგიხოციათ ერთმანეთი ორივე მადრიდულ გუნდს, სულ შიბაქზე მკიდია. სერესოს, პერესს, მოურინიოს და სიმეონეს შე*ცა მიხოს ვირმა სათითაოდ.

  • walker599
    walker599 ვეტერანი
    schedule 21 სექ 2026, 17:07
    #2

    ვინმემ გადაუხვიეთ რა მადრიდისტებს კლასიკოში რამდენჯერ იყვნენ ვინი და კამავინგა გასაგდებები, ჯულიანო სიმეონე იყო თუ არა გასაგდები ბალდეს რო გაშლილი ფეხი ჩაარტყა, აღარაფერს ვამბობ პუბილის ხელბურთზე საჯარიმოში, ოლმოს მომენტზე და ყველა თამაშში კაცს რომ გვიგდებდნენ, ხო ხარობდნენ მაშინ ჩვენ წინააღმდეგ რო ცდებოდნენ მსაჯები, ეხლა იტირონ და აფრიალონ ფოტოები.

    • KAIKHOSRO
      KAIKHOSRO გულშემატკივარი
      schedule 21 სექ 2026, 18:13
      #3

      ჩუამენმა რო პედრის ჩააზილა კოჭში და არც გადაამოწმა მსაჯმა ასევე კუნდეს რო დააბიჯეს კოჭზე და გოლი გაგვიტანს მანდ მოქნეული პეხიდან გასული პასით.ნუ ფაქტია რო რაც ვალვერდეს ეპიზოდზე ქნა ნაჯახამ გასაგდებია მასეთ დროს კაცი.რომერო ვიცით უხეშია და მაგიტო ვამბობთ რო გასაგდები იყო ეგეც მაგრამ ზუსტად იფივე სიტუაცია იყო კუნდეზე და არავინ გააგდო ბეტსის ფეხბურთელი იყო მგონი ასევე არ გააგდეს ჩუამენი ასევე არ გააგდეს სიმეონეს ბარტყი ბალდეს რო გააცალა ფეხი.საბანძეთია ლა ლიგის მსაჯობა.მარტინი რო გააგდო მსაჯმა და ვარმა დააბრუნებინა უკან მანდ აიხსნა ჯერ ბურთზე ითამაშა და იმან ჩაუტოვა ფეხიო და მიტო შევცვალეთ ყვითლითო ეგრე იყო გუშინ რომეროს მომენტი მანდ ბელინგემიც გაშლილი ფეხით მიდის ბურთზე და თან მანდ ბელინგემი საერთოდ ვერ თამაშობს ბურთზე.აი ვალვერდეს მომენტზე 10000% წითელი იყო

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 21 სექ 2026, 20:07
      #4

      ჩვენზე რამდენი შეცდომები აქვთ რა დათვლის, ბოლო თამაშში იამალმა რო ფეხებს შორის გაუტარა მცველს და იმან ორივე ხელით მკერდში კრა ხელი თან საჯარიმოში, არ იყო პენალი?

  • iniesta888
    iniesta888 გულშემატკივარი
    schedule 21 სექ 2026, 16:39
    #1

    ძაან მაგარი დუოა,მაგრამ იამალი კიდე დასახვეწია, ზოგჯერ უაზრო ჩაწოდება,პასი ან ბურთის დაკარგვა ახასიათებს, აი თითქოს ზერელედ ეკიდება იმ მომენტს და მერე ცოტა რო გაბრაზდება თავისი კარგი თამაშით გამოასწორებს ხოლმე.