workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები ორშაბათს დაბრუნდებიან

ფეხბურთელები ორშაბათს დაბრუნდებიან

“ბარსას” ფეხბურთელები ესპანეთში ორშაბათს საღამოს დაბრუნდებიან.

“ბარსელონას” პირველი გუნდის მწვრთნელმა, ტატა მარტინომ, 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სადღესასწაულო სეზონის გრაფიკი ასახა. მან განმარტა, რომ ესპანეთში მყოფი ფეხბურთელები ვარჯიშს 30 დეკემბერს, საღამოს განაახლებენ, გარდა იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც გამოძახებულნი არიან კატალონიის ეროვნულ ნაკრებში. მათ დილით უნდა ივარჯიშონ.

ამავდროულად, უცხოელი ფეხბურთელები (გარდა ჯონათან დოს სანტოსა და ადრიანოსი, რომლებიც “ბარსელონაში” დარჩნენ) თავიაანთ თანაგუნდელებს 2 იანვარს, ორმაგ სავარჯიშო სესიაზე შეუერთდებიან.

ესპანეთში მყოფი ფეხბურთელები პირველ სავარჯიშო სესიას ორშაბათს, საღამოს 8 საათზე გამართავენ. ისინი სამშაბათს დილით დაბრუნდებიან, ახალი წლის დღეს კი დაისვენებენ. 2-დან, მარტინოს განკარგულებაში უკვე სრული გუნდი იქნება და დაიწყება ვარჯიში “ელჩესთან” მატჩისთვის, რომელიც გაიმართება 5 იანვარს, 19:00 საათზე (თბილისის დროით).

პარასკევს 3 და 11 საათზე, გულშემატკივრებს ტრადიცულად საშუალება ექნება თვალი ადევნონ ღია სავარჯიშო სესიას მინიესტადაზე. ამის შემდეგ, ფეხბურთელები ბავშვებს ესტუმრებიან, ადგილობრივ საავადმყოფოებში.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward