პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო გაერთიანება FIFPRO-მ 2026 წლის ქალთა სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატი გამოაცხადა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს, რომლის 7 ფეხბურთელიც წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად იბრძოლებს.
კანდიდატებს შორის არიან:
- მეკარე: კატა კოლი;
- მცველი: ირენე პარედესი;
- ნახევარმცველები: აიტანა ბონმატი, პატრი გიხარო და ვიკი ლოპესი;
- თავდამსხმელები: ევა პაიორი და კლაუდია პინა.
FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრები მხოლოდ პროფესიონალი ფეხბურთელების ხმებით განისაზღვრება. წლევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს 64 ქვეყნის 6 511-მა ფეხბურთელმა მიიღო.
კანდიდატების შერჩევისას გათვალისწინებული იყო 2025 წლის 4 აგვისტოდან 2026 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით ნაჩვენები შედეგები. ნომინაციაში მოსახვედრად ფეხბურთელს აღნიშნულ პერიოდში სულ მცირე 20 ოფიციალური მატჩი უნდა ჩაეტარებინა.
საბოლოო სიმბოლური ნაკრები 9 ნოემბერს გამოცხადდება. მასში მოხვდება ერთი მეკარე, სამი მცველი, სამი ნახევარმცველი, სამი თავდამსხმელი და კიდევ ერთი მოედნის ფეხბურთელი, რომელსაც დარჩენილ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა ექნება.




forum კომენტარები (0)