workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სწრაფი გოლის ოსტატები

სწრაფი გოლის ოსტატები

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკის "ბარსელონა" მიმდინარე სეზონში მეტოქეების სწრაფი გოლებით გატეხვას ეჩვევა: ჩატარებულ ექვს შეხვედრაში კატალონიელებმა უკვე 26 გოლი გაიტანეს, საიდანაც ხუთ მატჩში ანგარიში საწყის 20 წუთში გახსნეს, ბოლო სამ შეხვედრაში კი გოლის გასატანად 6 წუთიც არ დასჭირვებიათ.

ჰანსი ფლიკის მესამე სეზონი “ბარსელონას” სათავეში გოლების ისტორიული რაოდენობით დაიწყო. კატალონიელთა ანგარიშზე საწყის ექვს ოფიციალურ შეხვედრაში უკვე 26 გატანილი ბურთია. ამ ფენომენალურ შედეგიანობაში განსაკუთრებით თვალშისაცემი ერთი დეტალია – რამდენად სწრაფად იღებენ ისინი მეტოქეთა კარს: ექვსიდან ხუთ შეხვედრაში “ბარსელონამ” გოლი საწყის 20 წუთში გაიტანა.

ბოლო სამ დაპირისპირებაში კი გუნდმა კიდევ უფრო ნაკლები დრო დაკარგა: ლამინ იამალმა “ვალენსიასთან”, რაფინიამ “ფეიენოორდთან” და ჩავი ესპარტმა “ლევანტესთან” ბურთი ბადეში პირველ ექვს წუთში გაახვიეს.

როგორ ვითარდებოდა სწრაფი გოლების სერია

ეს ტენდენცია ლა ლიგის სასტარტო ტურში დაიწყო, როდესაც რაფინიამ სეზონის პირველი გოლი მე-14 წუთზე პენალტის ნიშნულიდან შეაგდო.

ლოდინი შედარებით დიდხანს მხოლოდ მეორე ტურში, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ მოუწიათ, როდესაც ანგარიში ნახევარი საათის შემდეგ გაიხსნა – გოლის ავტორი კვლავ ბრაზილიელი გახლდათ. შემდეგ ტურში “რაიო ვალეკანომ” სტუმრად ანგარიში თავად გახსნა, თუმცა რაფინიამ მე-19 წუთზე გაათანაბრა.

სეზონის მეორე გასვლით შეხვედრაში ჯერი ლამინ იამალზე მიდგა, რომელმაც “მესტალიაზე” “ვალენსიას” კარი უკვე მე-6 წუთზე აიღო. ევროარენაზე გადართვამ ტემპი კიდევ უფრო დააჩქარა: ჩემპიონთა ლიგის სტარტზე რაფინიას როტერდამის “ფეიენოორდის” დასამწუხრებლად მხოლოდ სამი წუთი დასჭირდა, რაც მიმდინარე სეზონში კლუბის ყველაზე სწრაფი გოლია.

ლა ლიგის მეხუთე ტურში ეს სერია ჩავი ესპარტმა გააგრძელა. ახალგაზრდა მარცხენა მცველმა “ლევანტესთან” სადებიუტო გოლი მეხუთე წუთზე გაიტანა. შედეგად, “ბარსელონამ” სეზონის ექვსი მატჩიდან ხუთში ბურთი მე-20 წუთამდე შეაგდო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი