“ბარსელონამ” 18 წლის თავდამსხმელ ჰამზა აბდელკარიმთან ხელშეკრულების 2030 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ეგვიპტელი ფორვარდი, რომელიც კატალონიური კლუბის აკადემიას გასულ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა, ბოლო თვეებში საფეხბურთო და მედიათვალსაზრისით საოცრად გაიზარდა, რის გამოც ხელმძღვანელობამ მისი მომავლის დაზღვევა გადაწყვიტა.
კლუბში გადმოსვლისას აბდელკარიმმა კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 15 მილიონ ევროს შეადგენდა. მოედანზე და მის მიღმა ფეხბურთელის სწრაფმა პროგრესმა “ბარსელონა” აიძულა, ახალ პირობებზე მოლაპარაკებები დაეწყო. განახლებული ხელშეკრულებით გამოსასყიდი თანხა მკვეთრად გაიზრდება, თუმცა ზუსტი ციფრი კლუბს ჯერ არ დაუსახელებია.
ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალური ცერემონია სამშაბათს, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე ჟოან ლაპორტას კაბინეტში გაიმართება. ამის შემდეგ ფეხბურთელი მედიის წინაშე წარდგება. კონტრაქტის გახანგრძლივებისას მსგავსი პრესკონფერენცია იშვიათია, თუმცა კლუბმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ თავის დროზე მისი ოფიციალური პრეზენტაცია არ შემდგარა.
გზა ახალგაზრდული გუნდიდან ჰანსი ფლიკის შემადგენლობამდე
თავდაპირველად ჰამზა აბდელკარიმმა რამდენიმე შეხვედრა პოლ პლანასის „ხუვენილ A-ში“ ჩაატარა. ისე, რომ “ბარსა ატლეტიკში” ერთი წუთიც არ უთამაშია, ის ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიძახეს, სადაც მატჩების ბოლო წუთებზე ერთვებოდა.
მუნდიალის შემდეგ, დასვენების გარეშე, ახალგაზრდა ფორვარდი პირველი გუნდის წინასასეზონო შეკრებას შეუერთდა და ამხანაგური მატჩების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჰანსი ფლიკმა ის ოფიციალური შეხვედრების განაცხადშიც შეიყვანა: ჰამზამ ლა ლიგაში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ 9 წუთი ითამაშა, ასევე სამატჩო სიაში იყო ჩემპიონთა ლიგაზე როტერდამის “ფეიენორდთანაც”.
ჩემი აზრით ამიტომაც არ აძლევდნენ ბევრ სათამაშო დროს რომ ამ გახანგრძლივებას ელოდნენ, თორე გამოჩნდებოდა ისევ პსჟ, ბაიერნი, სიტი, არსენალი.. და დაიტაცებდა 15 მილიონად როგორც დრო ფერნანდესი მოგვტაცეს.
ვფიქრობ რომ ძალიან დიდი ტალანტია ჰამზა, მონაცემები ჰალანდის მსგავსი აქვს, მაგრამ უფრო მოქნილი და მოძრავია, პრესინგზე საკაიფოდ დარბის, რასაც ავალებენ პირნათლად აკეთებს, ბოლომდე იხარჯება და სტრაიკერული უნარები აქვს რაც მთავარია.
ხოდა რაის ალვარესი, რის ალვარესი, აგერ რაფინია გვყავს, სკამზე ჯესუსი და ჰამზა, სადღაც 2-3 წელში რაფინია თუ ვეღარ გაქაჩავს ჰამზა აუცილებლად ამოვა სასტარტოში და მერე სკამისთვის გვეყოლება ვინმე საძებნელი.
დაცვას მივხედოთ დაცვას!
1 მცველი და 1 ფულბექი დადონ და მეტი აღარაფერი აღარ ჭირდება ამ გუნდს.