workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იამალის ისტორიული ჯარიმა და ახალი რეკორდი

იამალის ისტორიული ჯარიმა და ახალი რეკორდი

ლამინ იამალი საფეხბურთო ისტორიის გადაწერას განაგრძობს. ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის სასტარტო ტურში, რომელშიც “ბარსელონამ” როტერდამის “ფეიენოორდი” 5-1 გაანადგურა, ახალგაზრდა ვარსკვლავმა მორიგი შთამბეჭდავი რეკორდი დაამყარა.

შეხვედრაში შესრულებული ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ახალგაზრდა შემტევი ლა ლიგის კლუბების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი პირდაპირი ჯარიმით გაიტანა. მან ამ ნიშნულს 19 წლისა და 58 დღის ასაკში მიაღწია.

იამალმა საგრძნობლად გააუმჯობესა წინა რეკორდები და გადაასწრო არდა გიულერსა და სერხიო აგუეროს, რომლებიც ამ მაჩვენებლის დაფიქსირებისას 21 წელზე მეტის იყვნენ.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ლა ლიგის კლუბების მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირი საჯარიმო დარტყმით გაიტანეს:

  • ლამინ იამალი (“ბარსელონა”) – 19 წელი და 58 დღე;
  • არდა გიულერი (“რეალ მადრიდი”) – 21 წელი და 49 დღე;
  • სერხიო აგუერო (მადრიდის “ატლეტიკო”) – 21 წელი და 154 დღე.

სეზონის ფენომენალური სტარტი გრძელდება: ლამინ იამალი ამტკიცებს, რომ მოედანზე მისთვის შეუძლებელი არაფერია და სტანდარტული მდგომარეობებიდანაც უმაღლესი კლასის ოსტატობას ავლენს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 11 სექ 2026, 23:07

    ერთს ვერ მივხვდი. გაუმართლა ლამინს კედელს ხვრელი რომ გაუჩნდა და ბურთი შემთხვევით გაძვრა, თუ დაინახა ეს ხვრელი და იქ გააძვრინა. ერთი ფაქტია, რომ არ გადაწეულიყო ის ტიპი, ბურთი მას მოხვდებოდა. ის, რომ ეს მან ნახა დარტყმამდე და ბურთიც იქეთ გაუშვა თუ გაუმართლა ეგ არაა მაინცდამაინც საინტერესო, მთავარია გავიდა გოლი.

  • Padaro
    Padaro ახალბედა
    schedule 10 სექ 2026, 15:44

    ძალიან მაგრა ითამაშა,თან ენერგია დაზოგა,ზედმეტი რისკის გარეშე,თან ლამაზად.
    ამან ასე თუ გააგრძელა და თავში არ აუვარდა ბევრ მესის რეკორდს გააუმჯობესებს!

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 10 სექ 2026, 14:00

    არც მთლად ასე არაა, გუშინ იამალი არ გავდა თავის თავს ძალიან უფრთხოდა მეტოქის დაცვას და რაც სცადა არ წაუვიდა, ამის მერე კი დრიბლინგებს სულ შეეშვა სეიძლება მეტოქის დაცვა იყო ხისტი, მაგრამ რაფინიასთვის ამას ხელი არ შეუშლია ორი კაცი წვიმაში სადღაც ბარში გაეშვა.

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 10 სექ 2026, 12:05

    ეს ბავშვი გიჟია ყველამ ვიცით მარა, ფაჩანდურა კუნდეს რაეშველება ის გამაგებია მაგას ისევ ჯობოა მარჯვნივ ესპარტი და მარცხნივ კანსელუ დააყენოს ლიგაზე მარტინი კუბარსი ცენტრი ან გარსია კრისტენსენს აზრი არააქ,შარშანაც ლუკმანმა რო შეაგდო იქაც კუნდეს ჩამოეძინა,უნდა გავვეყიდა 100 მილიონად და პორო უნდა დაეთრიათ,გული იმაზე დამწყდა ბასტონი რო არიყიდეს დასტოინი მცველია ძაან და პასებიც იდეალური აქ