workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სონგი: “არსენალი” და “ბარსელონა” ერთნაირი სტილით თამაშობენ”

სონგი: “არსენალი” და “ბარსელონა” ერთნაირი სტილით თამაშობენ”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ალექს სონგმა, აღნიშნა მსგავსება კატალონიელებისა და “არსენალის” სათამაშო სისტემებს შორის.

“მე “ბარსელონაში” ლონდონის “არსენალიდან გადმოვედი. იქ იგივე სტილში ვთამაშობდი, პატარა განსხვავებით. მთავარი განსხვავება – ფეხბურთელების დონე. “არსენალი” – კარგი გუნდი, “ბარსა” კი საუკეთესო მსოფლიოში. სიჩქარე, თამაშის ხარისხი – ეს განსხვავებებია, სათამაშო ფილოსოფია კი იგივე. ასე რომ, მე არ მომიწია გადამზადება”.

“ხერარდო მარტინო – შესანიშნავი მწვრთნელი, იგი ცნობილი იყო “ბარსელონაში” გადმოსვლამდე. ყველაფერი კარგად მიდის. დიახ, ჩვენ რამდენჯერმე დავმარცხდით, მივიღეთ კრიტიკა, ხალხს ხომ სრულყოფა სურს. თუმცა, ჩვენ სწორი გზით მივდივართ. მარტინოს არ შეუცვლია სათამაშო სისტემა, მაგრამ მართალია, რომ ჩვენ ახლა უფრო დიდი ცვალებადობა გვაქვს, მაგრამ არსი იგივეა”, – განაცხადა სონგმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward