
სახელი: ხერარდო დანიელ “ტატა” მარტინო
დაბადების თარიღი: 20 ნოემბერი 1962 წელი
დაბადების ადგილი: როსარიო, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა
მოქალაქეობა: არგენტინელი
ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული ანჟელიკა მარია მარტინოზე, ჰყავს სამი შვილი (ქალიშვილი, მარია ნოელი, მარია სელესტე და ვაჟი, ხერარდო ანდრესი)
საფეხბურთო კარიერა: “ნიუელს ოლდ ბოიზი” (1980-1990, 1991-1994, 1995), “ტენერიფე” (1991), “ლანუსი” (1994-1995), “ო’ ჰიგინსი” (1996), “ბარსელონა ჰუიაკილი” (1996).
სამწვრთნელო კარიერა: “ბრაუნ დე არესიფესი” (1998), “პლატენსე” (1999), “ინსტიტუტო” (2000), “ლიბერტადი” (2002-2003, 2005-2006), “სერო პორტენო” (2003-2004), “კოლონი” (2005), პარაგვაის ეროვნული ნაკრები (2007-2011), “ნიუელს ოლდ ბოიზი” (2012-2013), სკ “ბარსელონა” (2013-..)
ტიტულები:
ფეხბურთელის ამპლუაში: არგენტინის ჩემპიონი (1987-1988), ინტერგრასიონის ტურნირი (1990-1991), კლაუსურა (1992) “ნიუელს ოლდ ბოიზის” შემადგენლობაში
მწვრთნელის ამპლუაში: აპერტურა-2002, 2003, 2006 – “ლიბერტადთან” ერთად. აპერტურა- 2004 “სერო პორტენოსთან” ერთად, კლაუსურა-2003 “ლიბერტადთან” ერთად და “სერო პორტენიოსთან” ერთად. ლიბერტადორესი-2013 “ნიუელს ოლდ ბოიზთან” ერთად და ესპანეთის სუპერთასი 2013 სკ “ბარსელონასთან” ერთად.
პირადი ჯილდოები: სამხრეთ ამერიკის წლის მწვრთნელი (2007), მედალი პარაგვაის სპორტული დამსახურებისათვის (2010).
“- ეს მოხდა საღამოს. ტიტომ დამირეკა მე და მითხრა, რომ უნდა შევხვედროდით და მე “კამპ ნოუზე” გავემგზავრე, ცუდი წინათგრძნობით. საკუთარი თავი დაცვის სამსახურის გაკვირვებულ თანამშრომლებს წარვუდგინე, როდესაც მათ ჯერ ნახეს ჩემი მოსვლა, ხოლო შემდეგ თუ როგორ მიდიოდა ავტომობილით ტიტო ექიმთან ერთად… ჩვენ მთავარი მწვრთნელის ოფისისგან მოშორებით შევხვდით, ტექნიკური პერსონალის საკონფერენციო-ოთახში.”
– რა მოხდა შემდეგ?
“ტიტომ და ექიმმა მე ამიხსნეს სიტუაცია და მითხრეს რაც მოხდა. ავადმყოფობის ლიკვიდირება ვერ მოხდა, როგორც ყველა ფიქრობდა, პირიქით მან პროგრესირება დაიწყო და ამ დროიდან ტიტოს ავადმყოფობასთან ბრძოლა უნდა გაეგრძელებინა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ცუდი ამბავი გავიგე პრეზიდენტისაგან.”
– თქვენ ელოდით რაიმე ამდაგვარს?
“როდესაც სატელეფონო ზარის საშუალებით შეხვედრის თაობაზე მოთხოვნა მივიღე, მე უკვე კარგს არაფერს ველოდი. ამ დღემდე ერთი დღით ადრე მე ინტერვიუში განვაცხადე, რომ ტიტოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე აქვს, ხოლო შემდეგ მომიხდა ამაზე პასუხი გამეცა. ყველაფერი რამოდენიმე საათში შეიცვალა.”
აი ასე ხდება ცხოვრებაში: დღეს შენ მეტოქეების წინააღმდეგ იბრძვი ფეხბურთში და იმარჯვებ, ხვალ კი შენ მარცხდები მძიმე ავადმყოფობასთან ბრძოლაში. სანდრო როსელი, აღშფოთებული უნდა იყოს, რადგან ტიტოს მოულოდნელი ავადმყოფობა მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ ხერარდო “ტატა” მარტინოს დანიშვნამ მის მემკვიდრეებს და ბევრს აიძულა გაკვირვებისაგან წარბების აწევა. მანამ სანამ კატალონიური სპორტული საიტები ვირტუალურ გამოკითხვას ატარებდნენ ლუის ენრიკესა და მარსელო ბიელსას შორის, ასევე მიკაელ ლაუდრუპზეც, რომლებიც ტიტო ვილანოვას პოტენციური შემცვლელები უნდა ყოფილიყვნენ, მანამდე სამხრეთ ამერიკის 2007 წლის საუკეთესო მწვრთნელი ბარსელონელ ბოსებს უსმენდა და კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან შემოთავაზებას ღებულობდა. რა თქმა უნდა, მან საკუთარ თავში ვერ იპოვა ძალა, რომელიც მას აიძულებდა უარის თქმას…

ხერარდო დანიელ მარტინოს წინაპრები, წარმოშობით იტალიიდან არიან – არგენტინაში მომავალი მწვრთნელის ბებია და ბაბუა იტალიიდან, ბაზილიკატის ღარიბი პროვინციიდან გადავიდნენ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ისინი ვერ იპოვიდნენ უკეთეს ადგილს, ვიდრე არგენტინის ქალაქ – როსარიოს და სწორედ აქ მოხდა მათი ფესვების გაგრძელება. 1962 წლის 20 ნოემბერს დაიბადა ის, ვინც მომავალში “საფეხბურთო მამად” – “ტატად” იქცა. როდესაც პატარა ბიჭს 10 წელი შეუსრულდა ის ავადმყოფობდა, მაგრამ ავადმყოფობას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ ის “ნიუელს ოლდ ბოიზის” წევრი გამხდარიყო. ავადმყოფობა ხანგრძლივი იყო ხან ქრებოდა ხანაც კვლავ იჩენდა თავს, მაგრამ ჩვენი გმირისათვის ეს მხოლოდ უბრალო რამ იყო..
1980 წლის “წითელ-შავების” შემადგენლობაში მარტინოს დებიუტი შედგა, “პლატენსეს” წინააღმდეგ, გუნდის, რომელიც შემდგომში მისი პირველი კლუბი გახდა სამწვრთნელო საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ის ჯერ ამაზე არ ფიქრობს და რეკორდულ 505 მატჩს ატარებს “ნიუელს ოლდ ბოიზის” შემადგენლობაში, 3 ჩემპიონის ტიტულით, მოკლე პარტნიორობა მარადონასთან და “გიჟი” ბიელსას გაცნობა. ხერარდოს სათამაშო სტილი ყველა კულესათვის ცნობილი და გასაგები იყო. ის მშვენივრად მოქმედებდა ბურთით და არაჩვეულებრივი მოედნის ხედვა ჰქონდა. მარტინო ყველაზე ხშირად მოედნის ცენტრში თამაშობდა, სადაც ის შეტევების ორგანიზების პასუხისმგებელი და რა თქმა უნდა სათამაშო რითმის კონტროლიორი გახლდათ. არგენტინელს მწვრთნელები ძალიან აფასებდნენ, თუ საჭირო გახდებოდა მარტინო ორივე შეტევის ხაზზე ასპარეზობდა..
ის საკუთარ თავზე ამბობდა: “მე სიამოვნებას ვღებულობდი, როდესაც პარტნიორებს საგოლე გადაცემებს ვუკეთებდი.” ეს ნამდვილად სიმართლე იყო, ტატა ყოველთვის გუნდური თამაშის მიმდევარი იყო. ის ყოველთვის იქ იყო, სადაც გუნდი მოითხოვდა. მძიმე ვარჯიშები და მწვრთნელის ნდობა თავის საქმეს ასრულებდა: ტატა ოსტატობას იძენდა და გაცილებით უფრო ოსტატურ ფეხბურთელად ყალიბდებოდა. მასთან ერთად კი “ნიუელსიც” პროგრესირებდა. 1967 წლის არგენტინის ჩემპიონატი საკმაოდ სახიფათო მიკროსქემით გათამაშდა, რომელსაც თან ჯგუფური ეტაპი ახლდა. ასევე პლეი-ოფის რაუნდები და რეიტინგული ქულები. მაგრამ ქვეყანა ევროპულ სისტემაში გადავიდა, რაც 1985 წელს მოხვდა – “ნიუელს ოლდ ბოიზმა” კი ჩემპიონატში ზედიზედ მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. 1988 წელს კი დიდი ხნის ნანატრი ტიტული მოიპოვეს. იმავე წელს კლუბი ლიბერტადორესის თასის ფინალშიც გავიდა, მაგრამ ურუგვაულმა, “ნასიონალმა” გაანადგურა. შემდეგი ორი სეზონი “წითელ-შავები” სატურნირო ცხრილის შუა პოზიციებს სჯერდებოდა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული გახადა ახალი მთავარი მწვრთნელის ძიება დაეწყო და არჩევანიც – მარსელო ბიელსაზე შეჩერდა…
35 წლის სპეციალისტს უკვე სერიოზული გამოცდილება ჰქონდა: მისი ხელმძღვანელობით “ნიუელს ოლდ ბოიზის” ახალგაზრდულმა კლუბმა ისეთი ფეხბურთელები აღზარდა, როგორებიც გაბრიელ ბატისტუტა, მაურისიო პოჩეტინო ედუარდო ბერიცო და სხვები იყო. ყველა მათგანი პირადად ბიელსას აღმოჩენილი იყო. ამის გარდა ბიელსა გამოირჩეოდა თამაშის ახალი პერსპექტივებით მან საკმაოდ ბევრი იდეები გააჩინა ახალგაზრდულ გუნდში. მალევე ხელმძღვანელობამაც დაინახა და “El Loco” “ოლდ ბოიზში” მიიწვია. 1990-1991 სეზონში მათ აპერტურა მოიგეს, ფინალურ შეხვედრაში კი, რომელიც “ბოკა ხუნიორსის” წინააღმდეგ იყო გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვეს. კლაუსურაში გამარჯვება ვერ მოახერხეს და მერვე პოზიციას დასჯერდნენ და როგორც ჩანს ამ მიზეზით კლუბს ტოვებს ბიელსას მთავარი დირიჟორი და მისი მთავარი იდეების შემსრულებელი, ხერარდო მარტინო…
1991 წლის იანვარში ტატამ გადაწყვიტა ბედი ევროპაში ეცადა და ესპანეთში გადაბარგდა კლუბ – “ტენერიფეში”, სადაც მას “10” ნომრიანი მაისური გადასცეს. შესაძლოა ეს არც ყოფილიყო საუკეთესო გადაწყვეტილება. ბოლოსდაბოლოს მარტინო უკვე 29 წლის იყო და “ტენერიფეს” გრანდებთან მიახლოვება ლოგიკურად არ გამოვიდა. ნახევარმცველის დებიუტი 2 მარტს შედგა, როდესაც “ტენერიფე” სტუმრად “ბარსელონას” ეთამაშებოდა. მატჩს “კამპ ნოუზე” ხერარდოსათვის სასიამოვნო მოგონებები არ დაუტოვებია: მისმა გუნდმა ხრისტო სტოიჩკოვის მიერ გატანილი პენალტის გამო მარცხი იწვია და ვერ შესძლო კატალონიელებისათვის განწყობა გაეფუჭებინა, რომლებიც თავდაჯერებულად უახლოვდებოდნენ ჩემპიონის ტიტულს.

თუმცა, ტატას კანარის კუნძულებზე დიდი ხნით დარჩენა არ გამოუვიდა. უკვე ზაფხულში იგი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და “ოლდ ბოიზს” კლაუსურას მოგებაში დაეხმარა. “ნიუელსს” კვლავ ნაბიჯიღა დააკლდა ლიბერტადორესის თასის მოგებასთან, ისინი “სან-პაულუსთან” პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ბიელსას მიერ კლუბში გატარებული მოკლე პერიოდი დასამახსოვრებელი იყო, იმით, რომ ის გამუდმებით ითხოვდა მოძრაობას, გუნდურ შეტევას და გუნდურ დაცვას. საკუთარი სტილის შეცვლა ყველას მოუწია და ტატაც არ ყოფილა გამონაკლისი. პრესაში მან აღიარა: “მე ვიყავი ტექნიკური ფეხბურთელი, ჩემი თამაში ოსტატობაზე იყო აგებული, მაგრამ ძალიან ცოტას დავრბოდი. ბიელსას დროს ყველამ სირბილი დაიწყო.” ბიელსას შემტევი ვერტიკალური ფეხბურთი, მარტინოსათვის შთაგონების წყარო გახდა, რამოდენიმე წლის შემდეგ კი ტატამ “გიჟს” “საუკეთესო საუკეთესოთა შორის” უწოდა და ყოველთვის აკეთებს კომპლიმენტებს მის ინტელექტუალურ მიდგომაზე, რომელიც ბიელსას ფეხბურთის მიმართ გააჩნდა…
1992 წელს ბიელსამ კლუბი დატოვა და მექსიკაში გაემგზავრა. მის წასვლასთან ერთად “ოლდ ბოიზის” წარმატებებიც დასრულდა. კლუბმა ტიტულებისათვის ბრძოლა შეწყვიტა და ძველ პოზიციებს დაუბრუნდა. დასასრულს მიუახლოვდა ტატას სათამაშო კარიერაც. გარკვეული პერიოდი დაბერებულ მარადონასთან ერთად თამაშის შემდეგ, რომელიც სამბშობლოში ევროპიდან დაბრუნდა, ტატა მადლიერი დარჩა გულშემატკივრისა, რომლებისთვისაც იგი კუმირი “N:1” გახდა. მან პენსიაზე გასვლის წინ ჩილეში და ეკვადორშიც ითამაშა და კარიერა დაასრულა. “მე არასოდეს განვიცდიდი იმას, რომ ფეხბურთი დავტოვე” – ეს სიტყვები ხერარდო “ტატა” მარტინოს ეკუთვნის, რომელიც მან 2012 წელს განაცხადა. თუმცა, ის ფეხბურთის დატოვებას არც აპირებდა, უბრალოდ მას უკვე მობეზრდა ვარჯიშებზე სიარული ფეხბურთელის ამპლუაში, მას სურდა, რომ თავადვე გამხდარიყო ამ პროცესის ხელმძღვანელი…

პირველი მცდელობები დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებისა მარტინომ 1998 წელს განახორციელა. მანამ, სანამ მისი მასწავლებელი კარიერაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევას ღებულობდა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებს იბარებდა, მოსწავლემ პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები გადადგა: “ალმირანტე ბრაუნში”, “პლასენტეში” და “ინსტიტუტ დე კორდობაში”… დახარჯა 3 წელი, რათა ტაქტიკური ცოდნა აემაღლებინა, არგენტინის მეორე დივიზიონში. მარტინომ ჩათვალა, რომ ის საკმარისად მომზადებული იყო იმისათვის, რომ პირველი სერიოზული შემოთავაზება მიეღო და მეზობელ პარაგვაიში გაემგზავრა.
2001 წელს ამბიციური ბიზნესმენი ორასიო კარტესი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი კლუბის, “ლიბერტადის” პრეზიდენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ მან მწვრთნელის პოსტზე – ხერარდო მარტინო მოიწვია. მარტინოს მოსვლა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, კლუბმა აპერტურა და კლაუსურა მოიგო ხოლო პლეი-ოფის შედეგების მიხედვით ლიბერტადორესის თასზე იქნა კვალიფიცირებული. მაშინ პარაგვაელებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს ამისათვის კი უბრალოდ ძალა არ ეყოთ, მაგრამ ტატა დარდით არ არსებულა და აპერტურა კვლავ მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ტატა არ აპირებდა “ლიბერტადში” დარჩენილიყო და “სერო პორტენიუს” შეუერთდა, სადაც მუშაობა განაგრძო…

ძალიან ძნელი იყო ქვეყნის უძლიერესი კლუბისათვის იმ მომენტში უარის თქმა. ტატა ასე არც მოქცეულა. მისი ხელმძღვანელობით “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” (დიახ, ვერსად გავექცევით ამ პარალელებს) მხოლოდ ერთი მარცხი იწვიეს აპერტურაში, სრულიად დამსახურებულად გამარჯვებასთან ერთად, ისინი პირველი პოზიციიდან არ დაშვებულან, რაც სეზონის ბოლომდე გრძელდებოდა. “ლიბერტადთან” სხვაობა 6 ქულა იყო… და მორიგი ტიტულიც. “სერო პორტენიუს” ფანებისათვის საკმაოდ გასაკვირი ფაქტი იყო, რომ მათი კლუბის მწვრთნელმა კლუბი გამარჯვებების კამპანიის შემდეგ დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილება ტატამ მისივე სურვილით მიიღო, რადგან სურდა ახლოს ყოფილიყო ოჯახთან, რაც მამამისს ეხებოდა. იგი არგენტინაში დაბრუნდა. თუმცა შემდეგმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ტატამ სამშობლოში კარიერის გაგრძელებით იჩქარა. “არგენტინული ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესოა მსოფლიოს ყველა წერტილში, ყველა მწვრთნელის თვალსაზრისით, მაგრამ გულშემატკივრის თვალსაზრისით… მე ათი წუთიც ვერ გავძლე” – ან ხუმრობით ან სერიოზულად.. ტატამ უბრალოდ განაცხადა. სპეციალისტმა უკვე მოკრძალებული, “კოლონი” ჩაიბარა, ჩვენმა გმირმა მხოლოდ 21 ტური იმუშავა, რადგან ვერანაირ არსებით წარმატებას ვერ მიაღწია და იგი კვლავ პარაგვაულ რომანს დაუბრუნდა…
2005 წლის ივლისში მან კვლავ ჩაიბარა კლუბი “ლიბერტადი”, რომელმაც პირველი შანსი მისცა. ტატამ გუნდში მორიგი ტიტულის მოპოვება უკვე დეკემბერშივე შესძლო. Los Repolleros, სადაც კლუბი, “გუარანი” გაანადგურა და კლაუსურა მოიგო. ახლა ტატას ამბიციები ახალ დონეზე გადავიდა, რის შედეგადაც მან ვერ შესძლო ლოკალური წარმატებების მიღწევა. “ლიბერტადი” ძირითადად ლიბერტადორესის თასისათვის ემზადებოდა და ბევრი გააოცა. თავდაპირველად ჯგუფში პირველი ადგილი “რივერ პლეიტს” აართვეს შემდეგ კი, მეოთხედფინალში “მილიონარიოსი” გამოთიშეს. განმეორებით მატჩში “ლიბერტადმა” მეტოქეს 3:1 სძლია. “ინტერნასიონალთან” ორმატჩიან დაპირისპირებაში კი გუნდმა გოლის გატანაც ვერ მოახერხა. “ინტერი” ამ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა, რამოდენიმე თვის შემდეგ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ფრენკ რაიკაარდის “ბარსელონაც” დაამარცხა…
მარტინოს წარმატებები “ლიბერტადში” და “სერო პორტენიოში” პარაგვაის ფეხბურთის ფედერაციისათვის უყურადღებოდ არ დარჩენილა. მარტინოს პარაგვაის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს. ტატას კარიერაში ახალი რაუნდი დაიწყო – ეროვნულ ნაკრებთან ერთად მას მანამდე არასოდეს უმუშავია. პარაგვაიმ პირველ 5 ამხანაგურ მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, პარაგვაი საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ კოპა ამერიკა 2007-ის სტარტმა სკეპტიკოსებში ეჭვი გამოიწვია. ტურნირზე პარაგვაელებმა ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ჯერ კოლუმბია გაანადგურეს 5:0, ხოლო შემდეგ ამერიკელებს სძლიეს, ასე რომ არგენტინის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით მარცხს გუნდის გზა პლეი-ოფში არ ჩაუკეტავს. უკვე პლეი-ოფში მათ საკმაოდ მოულოდნელი სიურპრიზი ელოდათ: 6 უპასუხო ბურთი მექსიკის ეროვნული ნაკრებისაგან, რამაც პარაგვაელები ტურნირიდან გამოთიშა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ურუგვაულმა გამოცემამ “El Pais”-მა დაჯილდოვებაზე, მარტინოს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება მიანიჭა. კოპა ამერიკაზე ნაჩვენებმა გამოსვლამ აჩვენა, რომ პარაგვაელებს არც თუ ისე ცუდი პოტენციალი ჰქონდათ, მაგრამ გუნდური თამაში სერიოზულ კორექტივებს საჭიროებდა, რითაც ტატა დაკავდა. მას უნდა გადაეწყვიტა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის საკითხი, რადგან სამხრეთ აფრიკის 2010 წლის მუნდიალი ახლოვდებოდა, გუნდში პირველი საქმე დაცვის ხაზის გაუმჯობესება იყო…

მარტინომ ამის გაკეთება ბრწყინვალედ მოახერხა. შესარჩევი მატჩების პირველ ხუთ ტურში პარაგვაიმ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და შინ ურუგვაისა და ბრაზილიის ნაკრებები დაამარცხა. მარტინოს გუნდმა ასევე გაანადგურა მარსელო ბიელსას ჩილე (0:3). მოსწავლემ მასწავლებელიც დაამარცხა – ისტორია ძველია, ისევე როგორც მსოფლიო. საერთო ჯამში ნახევარი წლის შემდეგ ჩილემ რევანში აიღო და საკვალიფიკაციო ეტაპი უფრო მაღალ პოზიციაზე დაასრულა, პარაგვაიმ კი შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ 16 ბურთი გაუშვა (საუკეთესო მაჩვენებელი ბრაზილიის შემდეგ – 11). მარტინოს გუნდმა სატურნირო ცხრილში არგენტინასაც აჯობა და უკან ჩამოიტოვა მომავალი მსოფლიო პირველობის ნახევარფინალისტი – ურუგვაი. პარაგვაელებმა 19 მსოფლიო ჩემპიონატიდან 11-ზე ვერ ითამაშეს, 2010 წლამდე საუკეთესო მაჩვენებელი კი 1/8 ფინალური სტადია იყო. 2010 წელი ახლოვდებოდა…
ამ მსოფლიო ჩემპიონატზე პარაგვაელებს ჯგუფში მეტოქედ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, იტალია ხვდა. ასევე სლოვაკეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები. პარაგვაიმ 5 ქულის მოპოვება მოახერხა და პლეი-ოფში გავიდა, ჯგუფში კი პირველი ადგილი დაიკავა, იმის გათვალისწინებით, რომ სათამაშო თვალსაზრისით პრაქტიკულად არაფერი უჩვენებია. რა თქმა უნდა, რთული იყო იმ ნაკრებით სერიოზული მიღწევების განხორციელება, თუმცა მარტინოს არც თუ ისე ცუდი ფორვარდები ჰყავდა: როკე სანტა კრუსით, ოსკარ კარდოსოთი და ლუკაშ ბარიოსით დაკომპლექტებული, მაგრამ ისინი გადაცემებს მოედნის ცენტრიდან ელოდნენ, რასაც თავს ვერავინ ართმევდა. ტატას ნაკრები მაინც ძლიერი იყო, რომელსაც გუნდური თამაში და რკინის ნერვები ახასიათებდა რა თქმა უნდა, კერკეტი დაცვის ხაზიც. მან შესძლო გუნდის ჩამოყალიბება იმით, რაც მის ხელთ იყო არსებული. ის ცდილობდა და საკუთარ გუნდს მოუწოდებდა მოკრძალებული შესაძლებლობების მაქსიმუმი გაეღო. “გუარანისგან” მუდამ გატანას ცხადია არ ელოდნენ, მაგრამ თითოეულ მათ მეტოქეს უდიდესი ძალისხმევა და ნერვები დასჭირდა. არ გჯერათ? ჰკითხეთ ესპანელებს…

1/8 ფინალში იაპონიის ეროვნული ნაკრების პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, პარაგვაელები ისტორიაში პირველად გავიდნენ მეოთხედფინალში, სადაც მათ ევროპის დიდებული ჩემპიონები ელოდათ. მაშინ ტატა მოედანზე ზოგიერთ მის მომავალ შეგირდებს შეხვდა. “ჩვენ პრესინგს ვანხორციელებდით ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, როგორც ამას “ბარსელონა” აკეთებს, მაგრამ მესის გარეშე.” – განაცხადა შემდგომ, მარტინომ. პარაგვაი, რომელიც თავს სიკვდილამდე იცავდა არ აძლევდა უფლებას “წითელ ფურიას” შეტევები განეხორციელებინათ და დაუღალავად პრესინგზე გადადიოდა. 59-ე წუთზე ესპანელები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ, თამაშის წესების დარღვევის გამო, რომელიც პიკემ დაარღვია, თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელთანაც დასარტყამად, ოსკარ კარდოსო მივიდა. ჩავიმ შემდეგ თქვა: “მას, რომ გაეტანა, ჩვენ პრაქტიკულად გამოვეთიშებოდით ტურნირს.” და მართლაც, პარაგვაი ახლოს იყო დიდებასთან, მაგრამ კარდოსოს გზაზე კასილიასი გადადგა…
იმ მატჩში ესპანელებმა ნანატრი გამარჯვება მაინც მოიპოვეს, ყველაფერი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მოხდა, როდესაც ესპანეთის “შვიდიანმა”, დავიდ ვილიამ პარაგვაელები საბოლოოდ ჩააქრო. მაგრამ მათ კარგად დაამახსოვრდათ, ხერარდო მარტინო და მისი შეგირდები, რომლებმაც აფრიკულ მიწაზე არაფერი დათმეს. ამ გამარჯვების შემდეგ ესპანელები აღტკინებულნი იყვნენ: კარგად აცნობიერებდნენ, რომ ასე ნანატრი მსოფლიოს თასი არც თუ ისე შორს იყო. “მე არასოდეს მინახავს ესპანეთისა და პარაგვაის მატჩი თავიდან” – განუცხადა ჟურნალისტებს – მარტინომ. მსოფლიო ჩემპიონატზე პარაგვაელების წარმატებული გამოსვლა პარაგვაიში უყურადღებოდ არ დარჩენილა: 2010 წელს ხერარდო მარტინომ პრეზიდენტის ხელიდან ქვეყნის მედალი მიიღო სპორტული დამსახურებისათვის, მაგრამ მოდუნების დრო არ იყო, ერთ წელიწადში მარტინოს თავისი გუნდი მორიგ კოპა ამერიკის გათამაშებაზე უნდა წაეყვანა. მან მაშინათვე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ გააღწევდა მისი გუნდი ტურნირის ბადეში, რადგან უფრო დიდი გამარჯვება სურდა…
2011 წლის კოპა ამერიკა, რომელიც არგენტინაში ტარდებოდა, პარაგვაიმ მოუგებლად დაიწყო.. ჯგუფურ ეტაპზე ხერარდო მარტინოს გუნდმა 3 შეხვედრიდან ვერცერთი ვერ მოიგო, თუმცა არც წაუგია. დასამახსოვრებელი იყო ტურნირის უდაო ფავორიტ – ბრაზილიასთან მატჩი, რომელიც ფრედ დასრულდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მარტინოს შეგირდები ვენესუელასაც დაუზავდნენ (3:3). მოპოვებული 3 ქულით პარაგვაის ნაკრებმა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, სადაც მორიგ სტადიაზე კვლავ ბრაზილიას გადაეყარა.. ხერარდო მარტინოს შეგირდებმა ბრაზილიელები პენალტების სერიაში დაამარცხეს და ტურნირიდან საბოლოოდ გამოთიშეს. აღსანიშნავია, რომ პენალტების სერიაში ბრაზილიელებმა ვერცერთი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს. ტურნირის ნახევარფინალში მარტინოს გუნდი კვლავ ნაცნობ მეტოქეს, ვენესუელას დაუპირისპირდა, სადაც კვლავ იგივე სცენარი განვითარდა და პარაგვაიმ ვენესუელას პენალტების სერიაში სძლია. 2011 წლის 24 ივლისს ტატას გუნდი ფინალში უძლიერეს ურუგვაის დაუპირისპირდა პარაგვაელები მორიგი ისტორიის დასაწერად ემზადებოდნენ მაგრამ, სუარესს და ფორლანს სხვა გეგმები ჰქონდათ, რომლებმაც… პარაგვაელები კვლავ ფსკერზე დაუშვა.. ჩემპიონები ურუგვაელები გახდნენ. ეს მატჩი მარტინოსათვის უკანასკნელი აღმოჩნდა ნაკრების პოსტზე. ის ამტკიცებდა, რომ ამ ნაკრებში მაქსიმალურ შესაძლო შედეგებს მიაღწია და მზად იყო საკლუბო საქმიანობას დაბრუნებოდა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე მან ნამდვილად შეიქმნა საკუთარი რეპუტაცია და დიდებული ტაქტიკა დაცვითი თამაშისა. მისი 58 მატჩი პარაგვაის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რეკორდული გახდა. მას უყვარდა საუბარი: “მწვრთნელი არასოდეს უნდა იყოს მოთამაშეებზე მაღლა.” მარტინო მართლაც ფეხბურთელების მადლიერი იყო. აღსანიშნავია, რომ ტატა არ იქნებოდა მარსელო ბიელსას მოსწავლე, თუ ერთ ადგილას დარჩებოდა და არ შეიცვლებოდა. მას იმ დროისათვის ისღა დარჩენოდა, რომ ახალი კლუბით წარმოედგინა გახსნილი და შემტევი ფეხბურთი. იმ დროისათვის ტატას მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილი სჭირდებოდა…
რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, ტატას დასახმარებლად მშობლიურმა კლუბმა – “ნიუელს ოლდ ბოიზმა” დაუძახა, რომელიც თავის კუმირს მოუთმენლად ელოდა. აპერტურა 2011 წლის შედეგებით “ოლდ ბოისი” მე-18 ადგილს იკავებდა. აქტივში მხოლოდ ერთი გამარჯვება და ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გოლების მიხედვით… (მხოლოდ 13 გოლი 19 შეხვედრაში) გუნდი აბსოლუტურად კრიზისში იყო, თუმცა ის საიმედო ხელში აღმოჩნდა. 2012 წლის ივნისში შესძლო 32 ქულის აღება და მე-6 ადგილის დაკავება. ამ ყველაფერმა გულშემატკივარში დიდი სიხარული და ოპტიმიზმი დანერგა.. ყველას იმედი ჰქონდა, რომ შემდეგ სეზონში გუნდი ისე ათამაშდებოდა, როგორც ეს ტატას სურდა. “ნიუელსმა” აპერტურაზე მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ძველებურად კვლავ ცოტა გაჰქონდა. გუნდში დაბრუნებული ნაჩო სკოკკო საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რომელმაც 23 მატჩში 13 გოლი გაიტანა. არაფერი გასაკვირი არ ყოფილა, რომ ტატამ გუნდის ლიდერად სწორედ ის აქცია: კრეატიული, მსუბუქი ფეხის მქონე დრიბლიორი, რომელიც დიდებული დარტყმით გამოირჩეოდა. სკოკკო მარტინოს ხელმძღვანელობით შეტევის ხაზის ყველა ფრონტზე მოქმედებდა, ზუსტას ისე, როგორც თავად მარტინო, მარსელო ბიელსას მწვრთნელობის პერიოდში…
“ფეხბურთი, რომელიც ჩვენ “ნიუელსში” გამოვცადეთ, საკმაოდ მიმზიდველი იყო მაყურებლის თვალსაზრისით. ჩვენ ცნობილნი სწორედ ასეთი ფეხბურთის დამსახურებით გავხდით. და მე უნდა ვთქვა, რომ ჩემი ფეხბურთელები ძალიან მამაცი ადამიანები არიან, რადგან ასეთი ფეხბურთის თამაში ძალიან რთულია.” – ეს სიტყვები ხერარდო მარტინოს ეკუთვნის, მას შემდეგ, რაც “ოლდ ბოისმა” დიდებულ სტილში მოიგო ტორნეო ფინალი 2013 და 19 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. მარტინოს გუნდის ფეხბურთს ანალიტიკოსები თანამედროვეს უწოდებდნენ და მათი აზრით ეს მაგალითი უნდა ყოფილიყო სხვა მწვრთნელებისათვის.ის ნამდვილად კარგი იყო: მაქსიმალური მოძრაობა და კომპაქტურობა მოედანზე, სწრაფი გადასვლები და თავდაცვიდან შეტევაში გადასვლა, ორგანიზებული თამაში ბურთის გარეშე და მუდმივი პრესინგი. ძლიერი თავდაცვის ხაზი აღარ იყო ერთადერთი ღირსება მარტინოს გუნდისა, ახლა მას შეტევაში ცნობადი ორკესტრიც ჩამოუყალიბდა, პირველი ვიოლინო კი, რომელიც დიდებულად თამაშობდა – სკოკკო იყო…
[media=http://www.youtube.com/watch?v=8ptGAEkW3Oc]
იანვრის დასაწყისში ლიბერტადორესის თასზე “ნობ” (ნიუელს ოლდ ბოიზი), ჯგუფში: “ოლიმპიასთან”, ვენესუელურ “დეპორტივო ლარასთან” და “უნივერსიდად ჩილესთან” ერთად მოხვდა. მეორე ადგილზე გასვლით მარტინოს გუნდმა გმირულად გააღწია 1/8 ფინალში და ტურნირიდან “ველეს სერსფილდი” გამოთიშა, მიუხედავად საშინაო მარცხისა (0:1). შემდეგ იყო ორი ნულოვანი ფრე “ბოკა ხუნიორსის” წინააღმდეგ, სადაც ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა (რა ცნობილი სცენარია!) შემდეგ მოჰყვა “ატლეტიკო მინეიროს” ადვილად დამარცხება – სკოკკოსა და მაქსი როდრიგესის გოლებით (2:0). მარტინოს გუნდს ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა.. ყველაფერი “მინეიროსთან” განმეორებით მატჩში დასრულდა.. ამ მოვლენიდან ცოტა ხნის შემდეგ ტატას ტელეფონზე ზარი შემოდის – ყურმილზე ის სანდრო როსელის ხმას ისმენს და გულწრფელად უკვირს..
ყველაფერი გასაკვირი აღმოჩნდა სკეპტიკოსებისთვისაც, რომლებიც პერსპექტიული ჰოლანდიელის დანიშვნას ელოდნენ. “ვინ არის ეს მასწავლებელი?” – დაიწყო ყველამ სარკასტულად კითხვა, მათ არ იცოდნენ, რომ მათ წინაშე ყველაზე გამოცდილი და ტიტულიანი მწვრთნელი იყო წარსდგენილი, რომელიც “ბარსას” ვან გაალის პერიოდიდან გაწვრთნიდა. მაგრამ განსხვავება ამ უკანასკნელსა და ტატას შორის, რომელიც არამხოლოდ დახვეწილი და განსაკუთრებულია, ნამდვილად არის. ყველაფერს მოჰყვა გახსნა და მოკრძალებულობა, რაც პირველად კატალონიურ სუპერთასზე მოხდა, ტატას ახასიათებდა სამწვრთნელო მოქნილობა და სწავლის გაგრძელების დიდი სურვილიც ჰქონდა. ზოგიერთი იტყვის, რომ არასოდეს უმუშავია და მეტიც, არასოდეს უთამაშია ევროპაში, მესის დონის ვარსკვლავი მის გუნდში არასოდეს ყოფილა და რა თქმა უნდა, ამის მთქმელი მართალიც იქნება, მაგრამ ყველა ვინც მის ადგილას აღმოჩნდებოდა… მოიძბნება ადამიანი, რომელიც ამ შანსს უფრო მეტად იმსახურებდა, ვიდრე ტატა? …
“ის ჩვენ ძალიან თბილად გვეპყრობა, ის ჩვენთვის ისეა, როგორც მამა – მასთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან ღია და სასიამოვნოა, ეს კი გუნდს აერთიანებს.” – ეს სიტყვები, ადრიანო კორეიას ეკუთვნის, რომელიც მან ხოსეპ გვარდიოლაზე სამი წლის წინ განაცხადა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, “მამამ” კლუბი დატოვა, კარგი მემკვიდრეობით, რომელსაც ახლა კვლავ “მამა” მიხედავს…
სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©