რაფინია, ბოიანი და დეულოფეუ – “ბარსელონას” სამი ფეხბურთელი, რომლებიც არენდით თამაშობენ სხვადასხვა გუნდებში. რაფინია არენდით “სელტაში” თამაშობს, ბოიანი – “აიაქსში”, დეულოფეუ კი “ევერტონში”. აღნიშნული ფეხბურთელებიდან, მათგან ყველასთვის სხვაგვარად დასრულდა 2013 წელი. რაფინია ლუის ენრიკეს გუნდში მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩება, ბოიანმა გატანა დაიწყო, დეულოფეუ კი პირიქით, მას ტრავმამ პროგრესში ხელი შეუშალა.
რაფინია (“სელტა”): ფუნდამენტური მოთამაშე ლუის ენრიკეს ტაქტიკაში. რაფინიამ ლა ლიგის 17 მატჩიდან 16-ში მიიღო მონაწილეობა, ამ ეტაპზე. მან გამოტოვა “მალაგასთან” მატჩი, ყვითელი ბარათების გამო. ბრაზილიელმა სასტარტო შემადგენლობაში 12 მატჩი დაიწყო, რვა შემთხვევაში კი მოედანზე 90 წუთი გაატარა. ესპანეთის თასის 1/16 ფინალში, სადაც “სელტა” “ბილბაომ” გამოთიშა, რაფინიამ მონაწილეობა მხოლოდ პირველ შეხვედრაში მიიღო. რაც შეეხება საბომბარდირო სტატისტიკას, რაფინიამ პრიმერაში სამი გოლი გაიტანა. ახლა “სელტა” ესპანეთის ჩემპიონატში მე-15 ადგილს იკავებს და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს გასავარდნი ზონის გუნდებს.
ბოიანი (“აიაქსი”): სრულად აღმოფხვრილი ტრავმის შემდეგ, ბოიანმა დეკემბერში “აიაქსის” მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე, მან დაახლოებით ორი თვე გამოტოვა. “დენ-ჰააგთან” (0-4) შეხვედრაში მან დროის უმეტესობა სათადარიგო სკამზე გაატარა, ის მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და გაიტანა “აიაქსის” მეოთხე გოლი, რომელიც თავდამსხმელისთვის გახდა პირველი გოლი ოფიციალურ მატჩებში, მიმდინარე სეზონში. ერთი კვირის შემდეგ, “ბრედთან” (4-0) მატჩი მან ასევე სათადარიგო სკამიდან დაიწყო, მაგრამ მოედანზე კვლავ მეორე ტაიმში გავიდა და გახრდა მეოთხე გოლის ავტორი. ბოიანმა ჰოლანდიის ჩემპიონატში სულ 11 მატჩი ჩაატარა, აქედან 7-ში ის ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ბოიანმა ითამაშა “კამპ ნოუზე” (4:0) და ასევე გამოჩნდა ჯგუფრი ეტაპის ბოლო ტურში “სან სიროზე” (0:0). “აიაქსი” შიდა ჩემპიონატს “ვიტესთან” ერთად ლიდერობს. ორივე გუნდს 37 ქულა აქვთ. ჰოლანდიელები ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ, მაგრამ ახლა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ადგილოსანი ასპარეზობას ევროპა ლიგაში გააგრძელებს.
დეულოფეუ (“ევერტონი”): ბოიანისგან განსხვავებით, დეულოფეუ დაშავებულია. ინგლისის ჩემპიონატის მატჩში “ფულჰემის” წინააღმდეგ მან მეოთხე წუთზე მარჯვენა ფეხი დაიზიანა. დეულოფეუ, რამდენიმე დღის წინ “ბარსას” ფეხბურთელებს ვარჯიშზე ეწვია. ფეხბურთელი აღდგენის კურსს “ბარსელონაში” გაივლის. მიმდინარე სეზონში, ინგლისის ჩემპიონატში მან 13 მატჩი ჩაატარა, ორჯერ დეულოფეუ მოედანზე პირველივე წუთებიდანვე გამოჩნდა. თანდათან მისი მნიშვნელობა რობერტო მარტინესის გუნდში იზრდება. ინგლისის ლიგის თასზე თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა ორ მატჩში. “ევერტონი” ტურნირიდან მეორე რაუნდში “ფულჰემმა” გამოთიშა. “ევერტონი” ახლა ღირსეულად იკავებს მეოთხე ადგილს პრემიერ ლიგაში.