ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ლიგის თამაშები კი დაიწყო. ბევრმა გუნდმა იყიდა, თუ გაყიდა ფეხბურთელები, ინათხოვრა, თუ გაანათხოვრა. გამონაკლისი არც “ბარსელონა” აღმოჩნდა. კატალონიურმა Rac1–მა კი “ბარსას” ტრანსფერები დეტალურად განიხილა, რომელსაც ამ პატარა სტატიაში შემოგთავაზებთ.
• “ბარსელონას” ჯამური ხელფასები 5%–ით შემცირდა. ეს კი იბრასა და კიდევ 4 ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ მოხდა.
• კლუბმა დახარჯა 73,5 მილიონი ევრო (რომელიც შესაძლოა 77.5 მილიონამდეც გაიზარდოს).
* მასკერანო = 24
* ადრიანო = 9.5 +4
* ვილია = 40
• ფეხბურთელების გაყიდვით გუნდმა 39 ევრო მიიღო:
* ჩიგრინსკი = 15
* ტურე = 24
* ანრი = 0
* მარკესი = 0
* იბრა = 0
• შემდეგი ფეხბურთელები განათხოვრებული არიან სხვდასხვა გუნდებში:
* კეირისონი => სანტოსი => ხელფასს 100%–ით “სანტოსი” ფარავს.
* ენრიკე => რასინგი => ხელფასის 85%–ს “რასინგი” ფარავს.
* ვიქტორ სანჩეზი => ხეტაფე => ხელფასს 100%–ით “ხეტაფე” ფარავს.
* კასერესი => სევილია => ხელფასის 90%–ს “სევილია” ფარავს.
* გლები => ბირმიმგემი => ხელფასის 73–75%–ს “ბირმიმგემი” ფარავს.
• გუნდში 8 უცხოელი ფეხბურთელია, ყველაზე ცოტა რაოდენობა ლეი ბოსმანის შემდეგ. ამ მხრივ ყველაზე პატარა მაჩვენებელი 1995/96 წელს დაფიქსირდა. მაშინ გუნდში მხოლოდ 5 უცხოელი გამოდიოდა: გრეგორი პოპესკუ, ლუიშ ფიგუ (ავტ.იუდა), რობერტ პროსინეცკი, გეორგი ჰაგი და მეჰო კოდრო.
• გუნდში, მეკარეების ჩათვლით, 19 ფეხბურთელია. წინა სეზონში გუნდში 21 ფეხბურთელი იყო (ტრავმირებული მილიტო), მაგრამ გუნდი 6 თასზე ასპარეზობდა(ორით მეტი ვიდრე ამ წელს). მაშინაც და ახლაც გუნდს იგივე რაოდენობის მეკარე, მცველი და ნახევარმცველი ყავს. გამონაკლისია თავდასხმის ხაზი, სადაც 6–ის ნაცვლად ამ წელს “ბარსას” 5 ფორვარდი ყავს.
• ფეხბურთელების თამაში სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია. დაბალანსებულ გუნდში უნდა იყოს 22 ფეხბურთელი. აქედან ერთი პოზიციის – ორი, მაგრამ პეპისთვის ეს გასაღები არაა. გუნდში 19 ფეხბურთელია, მაგრამ არავინ არავის შემცვლელად არ ითვლება. მაგალითად ავიღოთ მარცხენა ფლანგი. აქ თამაში 6 ფეხბურთელს შეუძლია: ინიესტა, ხეფრენი, ვილია, ბოიანი, ადრიანო და პედრო.
• “ბარსელონას” ყავს ისეთი უნივერსალური ფეხბურთელი, როგორიცაა ადრიანო. მას თამაში 4–5 პოზიციაზე შეუძლია, როგორც ინიესტას. 17 ფეხბურთელიდან (მეკარეების გარდა) 14–ს შეუძლია 2 პოზიციაზე ითამაშოს, ექვსს – 3–მ პოზიციაზე, ხოლო 2–ს მხოლოდ ერთზე (მილიტო & მასკერანო), მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათ სხვა პოზიციის მორგება მოუწევთ.
• გუნდის საშუალო წლოვანება 26.7 წელია.
• რაც შეეხება ხელშეკრულებებს, კეიტამ კონტრაქტი 2014–მდე გაახანგრძლივა.
19 ფეხბურთელიდან 11–ს კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს კლუბთან. მათ შორის ადრიანოს, ვილიასა და მასკერანოს. ჩავისა და მესის კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს; პიკეს, ინიეტასა და პედროს 2015 წლამდე; კეიტას, ვალდესსა და მაქსველს კი 2014–მდე. 2 წელიწადში კონტრაქტი ეწურება ხეფრენს, მილიტოს, აბიდალსა და დანი ალვესს. ამ უკანასკნლის კონტრაქტზე კი “ბარსას” ხელმძღვანელობა უკვე მუშაობს. ამჟამად დანი “ბარსას” მხრიდან რაიმე შემოთავაზებას უარყოფს.
• 14 ფეხბურთელს უკვე ყველა თასი აქვს აღებული ( 6 თასი ერთ სეზონში), ხოლო 8 ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა, მაგრამ ზოგ ფეხბურთელს ბევრი ტიტულის მოგების შანსი არ ქონია.
დავიდ ვილიას მოგეული აქვს 2 სამეფო თასი და 2 ესპანეთის სუპერ თასი. ადრიანოს მოგებული აქვს 2 უეფას თასი, 2 სამეფო თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ევროპის სუპერ თასი. რაც შეეხება მასკერანოს, მას არც ერთი ევროპული ტიტული არ აქვს აღებული.