workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ხეტაფესთან“ ალვესით, მაგრამ ჩავისა და პუიოლის გარეშე

„ხეტაფესთან“ ალვესით, მაგრამ ჩავისა და პუიოლის გარეშე

“ხეტაფესთან” მატჩის წინ “ბარსელონას” ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი დაუბრუნდა, რომელიც ტატა მარტინომ განაცხადში შეიყვაბა. ცუდი ამბავი ისაა, რომ გუნდს მადრიდში კაპიტნები, ჩავი ერნანდესი და კარლეს პუიოლი ვერ დაეხმარებიან.

განაცხადს მიღმა ჩავის დატოვების მიზეზი მცირე ტრავმაა, პუიოლი კი მადრიდში მარტინოს გადაწყვეტილების გამო არ გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ “ბარსას”, ტრავმების გამო, მესი და ვალდესი ვერ ეხმარებიან, ხოლო ნეიმარს დისკვალიფიკაცია აქვს.

“ხეტაფესთან” გასამართ მატჩში “ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება:

პინტო, ოიერი, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ალბა, ტელიო, ადრიანო, ალვესი, ს. რობერტო, დონგუ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward