workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იმედისმომცემი მოთამაშეები – ნიკო გონსალესი

იმედისმომცემი მოთამაშეები – ნიკო გონსალესი

პროფილი
სახელი: ნიკო გონსალეს იგლესიასი.
დაბადების თარიღი: 03.01.2002
დაბადების ადგილი: 
გალისია, ესპანეთი.
პოზიცია: ნახევარმცველი.
კლუბი: “ბარსელონა” “ინფანტილ ბ”.
2013/14 წლების სეზონი: 10 თამაშიდან 8 (7 სასტარტო შემადგენლობაში) და 2 გოლი.

“ის უკეთესია ვიდრე მე მის ასაკში”. ეს სიტყვები ეკუთვნის ამ სტატიის გმირის მამას, ფრან გონსალესს, “დეპორტივოს” ლეგენდას, რომლის გუნდმა 90-იანი წლების ბოლოს და 21-საუკუნის დასაწყიში დიდი კონკურენცია გაუწია ესპანურ გიგანტებს, “ბარსელონასა” და “რეალს”, მოიგო რა ესპანეთის ჩემპიონატი და “სამეფო თასი”. გასულ ზაფხულს “დეპორტივოს” ყოფილი მოთამაშის შვილი ნიკო გონსალესი “ბარსას” კანტერაში მოხვდა და ვინ იცის, იქნებ მას უკეთესი კარიერა ელოდება მომავალში. 
niko

ნიკო, როგორც მას მეგობრები უწოდებენ, 2002 წლის 3 იანვარს დაიბადა ლა კოურუნაში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფეხბურთის სიყვარული საკმაოდ გვიან დაიბადა, მაშინ, როდესაც ნიკო 6 წლის იყო. მიუხედავად ამისა, საფეხბურთო სკოლა “მონტანეროსაში” ჩარიცხვის შემდეგ გონსალესმა მალევე გაიბრწყინა და 2 წლით უფროს ბიჭებთან ერთად დაიწყო თამაში.

“ბლაუგრანას” სკაუტებმა ნიჭიერი ნიკო ორი წლის წინ გალისიაში ამხანაგური ტურნირის დროს შენიშნეს. იმავე სეზონში მათ ბიჭუნა სხვა ამხანაგურ ტურნირში სათამაშოდ მიიწვიეს, მაგრამ ამჯერად ნიკოს “ბარსელონას” ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში უნდა ეთამაშა. გუნდმა მოიგო თასი და ნიკომაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ კლუბმა და მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მისთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ჯერ ადრე იყო.

წინა სეზონის განმავლობაში ნიკო დროგამოშვებით დაჰყვებოდა “ბარსას”, კერძოდ კი “ალევინ ა” გუნდს და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა არაოფიციალურ ტურნირში. მოთამაშეებმა ორჯერ დაამარცხეს “ესპანიოლი” და ორი თასიც აღმართეს. ამ ზაფხულს ნიკომ მიიღო საბოლოო გადაწყევტილება და დატოვა სახლი.

ვინაიდან ადრეული ასაკიდან “კულე” გახლდათ, ფრან გონსალესის ნიჭიერი ვაჟი კატალონიის დედაქალაქში გადაბარგდა, არადა აღნიშვნის ღირსია, რომ “ბარსელონას” ნიკოს ხელში ჩასაგდებად ეცილებოდნენ “დეპორტივო” და “მადრიდის რეალი”, ამ უკანასკნელის წინადადება კი ფინანსურად ძალიან მომგებიანი იყო.

ნიკო მზად იყო “ლა მასიაში” დასარჩენად, მაგრამ ბავშვის ოჯახმა ბარსელონაში გადმოსვლა მაინც არჩია. ნიკოს დები ასევე ინტერესდებიან სპორტით.

გონსალესმა ადაპტაცია მალევე გაირა. მიუხედავად ასაკისა, რომელიც “ალევინ” გუნდში თამაშისათვის არის გათვალისწინებული, ნიკო ასპარეზობს “ინფანტილ ბ”-ში, ეს გუნდი კი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემად ითვლება. პრესეზონი გუნდმა ტოკიოში გაატარა, სადაც ტურნირი “World Challenge” მოგებით, 28 გატანილი და მხოლოდ 1 გაშვებული გოლით დაასრულა. სხვათა შორის, ე.წ “პატარა ოცნების გუნდმა” ფინალში “ლივერპული” ანგარიშით 5-0 გაანადგურა. “ბარსას” ახალგაზრდებმა მირანდა-დე-ებროში თამაშისას ნახევარფინალში “ვალიადოლიდს” სძლიეს (2-0), ფინალში კი “მადრიდის რეალი” დაამარცხეს (4-1). წლევანდელ ჩემპიონატში ჩატარებული 10 ტურის შემდეგ ნიკო თანაგუნდელებთან ერთად ლიდერთა სამეულშია, გუნდი კი 1 წლით უფროს ფეხბურთელებს ეთამაშება.

მამისაგან განსხვავებით ნიკო მემარჯვენეა. ყველაზე მეტად შუამარბის პოზიციაზე უყვარს თამაში, მაგრამ კონკურენციის გამო (ანდრია ბერნაბე, მიგელ ვეგა, ტაკე კუბო..) ხანდახან საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს და გვიჩვენებს მისი ასაკისათვის არადამახასიათებელ სიმწიფეს, ტაქტიკურ განსწავლულობასა და მაღალ ხარისხს. გონსალეს ჯუნიორს მშვენივრად შეუძლია თამაშის წაკითხვა, აქვს მოედნის ძალიან კარგი ხედვა და თანაგუნდელს გადაცემას ნებისმიერ ადგილას უპრობლემოდ უკეთებს, მაგრამ ნიკოს მთავარი თვისება არის სიახლეების ადვილად სწავლა, ათვისება. ნიკო გონსალესი შესანიშნავ კლუბში მოხვდა და პროგრესიც გარანტირებულია.

niko niko

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward