ორშაბათს, “ბარსელონას” პირველმა გუნდმა “სენტ ჯორჯს პარკზე” წინასასეზონო შეკრების ბოლო სავარჯიშო სესია გამართა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ინგლისში ყოფნა საწვრთნელი მატჩით დაასრულა, რის შემდეგაც ბარსელონაში ბრუნდება.
თამაშში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: ვოიცეხ შჩესნი, ჩავი ესპარტი, ანდრეას კრისტენსენი, ჟერარ მარტინი, ჟოფრე ტორენტსი, მარკ ბერნალი, მარკ კასადო, ორიან გორენი, კარიმ ადეიემი, ალექს გონსალესი, ებრიმა ტუნკარა, იკერ როდრიგესი, ექტორ ფორტი, რონალდ არაუხო, ალვარო კორტესი, ჟორდი პესკერი, გიე ფერნანდესი, ბრიან ფარინიასი, ფერმინ ლოპესი, რუნი ბარდჯი, ტონი ფერნანდესი, რაფინია, იბრაჰიმ დიარა, შეინ კლუივერტი, ოსკარ გისტაუ, ტომი მარკესი, არონ იააკობიშვილი და ჯესი ბისივუ.
ჰამზა აბდელკარიმმა სესიის პირველი ნაწილი გუნდთან ერთად გაატარა, ხოლო ალეხანდრო ბალდემ ინდივიდუალური ვარჯიში გააგრძელა.
დღეს ინგლისური შეკრება ოფიციალურად სრულდება და კატალონიელები ესპანეთში მიემგზავრებიან.
forum კომენტარები (0)