workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბალდე: რაც უფრო მეტ ტიტულს მოვიგებთ, მით უკეთესი

ბალდე: რაც უფრო მეტ ტიტულს მოვიგებთ, მით უკეთესი

“ბარსელონას” მცველმა, ალეხანდრო ბალდემ ოთხშაბათს, ინგლისში მიმდინარე წინასასეზონო შეკრებიდან (“სენტ ჯორჯს პარკიდან”), კლუბის ოფიციალურ YouTube არხზე გულშემატკივრების კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.

განვითარების სივრცე და მიზნები

ერთ-ერთი პირველი შეკითხვა 2026/27 წლების სეზონის მოლოდინებს ეხებოდა. 22 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ პერსონალურ დონეზე განვითარების სივრცე ჯერ კიდევ აქვს და გაუმჯობესება სურს:

“უნდა დავრჩეთ იმ გზაზე, რომელზეც ვართ და რაც უფრო მეტ ტიტულს მოვიგებთ, მით უკეთესი.”

პარასკევს ჰანსი ფლიკის გუნდი წინასასეზონო ეტაპის პირველ ამხანაგურ მატჩში “ბირმინგემ სიტის” დაუპირისპირდება. მატჩისწინა რუტინაზე საუბრისას ბალდემ აღნიშნა:

“შუადღისას დიდხანს, ორი საათით მძინავს ხოლმე, შემდეგ ფიზიოთერაპევტთან და ბოლოს სტადიონზე მივდივარ. განსაკუთრებული არაფერია, ფიქსირებული რუტინა არ მაქვს.”

ურთიერთობა თანაგუნდელებთან და საყვარელი მომენტები

ბალდემ გაამხილა, რომ ყველა თანაგუნდელთან კარგი ურთიერთობა აქვს. რაფინიაზე დასმულ შეკითხვას კი ასე უპასუხა:

“ძალიან კარგად ვუგებ მას და მის ოჯახს. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ძალიან ახლოსაა.”

“ბარსელონაში” გატარებული საყვარელი მომენტების გახსენებისას, მცველმა 2022/23 წლების სეზონში, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ელ კლასიკოში ფრანკ კესიეს გვიანი გოლის წყალობით მოპოვებული გამარჯვება გამოარჩია:

“იმ გოლზე საგოლე გადაცემა მე გავაკეთე და ეს კარგად მახსოვს.”

მისივე თქმით, საკუთარი გოლებიდან ყველაზე მეტად ის გოლი უყვარს, რომელიც “რეალ მადრიდს” 2024/25 წლების ესპანეთის სუპერ თასზე გაუტანა.

კერპები და საყვარელი კერძები

ბალდემ აღიარა, რომ ბავშვობაში მისი გმირი თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო იყო, თუმცა, როგორც მცველი, ყოველთვის ჟორდი ალბათი აღფრთოვანებული გახლდათ:

“მის თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი და ძალიან მომწონდა მისი პასები და სისწრაფე. ჩემთვის ის ‘ბარსელონას’ ისტორიაში საუკეთესო ფლანგის მცველია.”

ბოლოს, ბალდემ საყვარელ კერძებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დომინიკის რესპუბლიკის (დედამისის სამშობლო) და გვინეა-ბისაუს (მამამისის სამშობლო) სამზარეულოს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, არც კატალონიური კლასიკა, როგორიცაა კალსოტსი (calçots) და კატალონიური კრემი (crema catalana) დავიწყებია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • gbafbdfbcvbcvb
    gbafbdfbcvbcvb გულშემატკივარი
    schedule 30 ივლ 2026, 16:07
    #8

    ეს გაეშვათ და კუკურეი დაეტოვათ მაგის მოღალატე დ

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 30 ივლ 2026, 15:24
    #7

    ესე იგი მარტო ეს ვერ გაიყვანა ფლიკმა მაქსიმალკებზე, დანარჩენები გამოწურა.

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 30 ივლ 2026, 02:39
    #4

    წელსაც თუ ვერაფერი ქნა გასაყიდია. არაფრიდან ერთი 50 რო ამოვაგდოთ სუფთა მოგებაა

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 29 ივლ 2026, 22:16
    #3

    ჭკუა როგორ უნდა მოემატოს არვიცი

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 29 ივლ 2026, 20:19
    #2

    ებრიმა ტუნკარა რა ცხოველი არის, ტიპი 16 წლისაა და ადამა ტრაორე იჩითება. ცარიელი კუნთი

    • Sandro b
      Sandro b ახალბედა
      schedule 30 ივლ 2026, 08:39
      #5

      რა პოზიციაა?

      • Fuhrer
        Fuhrer ახალბედა
        schedule 30 ივლ 2026, 10:11
        #6

        ნახევარდაცვაში ყველაფერს იზამს. პოგბა რაც იყო დაახლოებით ეგ არის.

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 29 ივლ 2026, 19:04
    #1

    გააგრძელე ალბას თამაშების ყურება და მოუმატე ფიქრს ცოტა. 22 წლის ხარ ბლიად და იქნებ სისწრაფეს პასის კულტურაც დაუმატო და კარში დარტყმები.