“ბარსელონას” წინასასეზონო ამხანაგური მატჩების კალენდარი პრაქტიკულად უკვე დახურული აქვს, თუმცა კომერციული და სპორტული დეპარტამენტები კიდევ ერთი შეხვედრის დამატებას არ გამორიცხავენ. საუბარია მაროკოში თამაშზე, რომლის თარიღი და მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.
ჟურნალისტ აშრაფ ბენ აიადის ინფორმაციით, კლუბი პოტენციურ პრომოუტერთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. კატალონიურ კლუბს რეგიონში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და მატჩმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მოიტანოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ამ ზაფხულს ტურნეს ორგანიზება ვერ მოხერხდა (რაც კლუბს ჩვეულებრივ დაახლოებით 10 მილიონ ევროს მოგებას უტოვებს ხოლმე).
დადასტურებული მატჩების განრიგი
სანამ მაროკოს ვარიანტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჰანსი ფლიკის გუნდს ლა ლიგის დაწყებამდე უკვე ჩანიშნული აქვს რამდენიმე შეხვედრა:
- 31 ივლისი: ინგლისური შეკრების ფარგლებში, მატჩი “ბირმინგემ სიტის” წინააღმდეგ.
- 3 აგვისტო: ასევე ინგლისში, დახურულ კარს მიღმა დაგეგმილი შეხვედრა “პრესტონ ნორთ ენდის” წინააღმდეგ.
- 8 აგვისტო: გუნდი იტალიაში, უდინეში გაემგზავრება, სადაც სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. კატალონიელთა მეტოქეები “ნოტინგემ ფორესტი” და “უდინეზე” იქნებიან.
- 19 აგვისტო: ოფიციალური სეზონის დაწყებამდე, კლუბი ტრადიციულ ჟოან გამპერის თასზე ეგვიპტურ “ალ აჰლის” დაუპირისპირდება.
კომენტარები (0)