ინგლისური შეკრებისთვის ბარსელონას განაცხადი ცნობილია

ინგლისური შეკრებისთვის ბარსელონას განაცხადი ცნობილია

მოკლედ
ჰანსი ფლიკმა ინგლისში წინასასეზონო შეკრებაზე 31 ფეხბურთელი წაიყვანა. სიაში მოულოდნელად მოხვდა ფრენკი დე იონგი, რომელიც ტრავმის კონსერვატიულ მკურნალობას გუნდთან ერთად გააგრძელებს, ხოლო ტერ შტეგენი "აიაქსში" გაჭიანურებული ტრანსფერის ფონზე, "ბარსელონასთან" ერთად გაემგზავრა.

“ბარსელონა” ინგლისში გაემგზავრა, სადაც 3 აგვისტოს ჩათვლით “სენტ ჯორჯს პარკის” ბაზაზე წინასასეზონო შეკრებას გაივლის. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ინგლისურ ტურნეზე 31 მოთამაშეს უხმო.

მთავარი სიახლე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სიაში ყოფნაა. მეკარეს “აიაქსში” იჯარა ჯერ კიდევ არ დაუხურავს, ამიტომ ის დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად იმოგზაურებს. გამოძახებულთა შორის არიან ფერმინ ლოპესი და რონალდ არაუხოც, რომლებიც ტრავმების შემდეგ ექიმების ნებართვას ელიან.

რაც შეეხება რაფინიას, ის გუნდს ოთხშაბათს, 29 ივლისს შეუერთდება. მსოფლიო ჩემპიონატზე ნამყოფი ფეხბურთელების დიდი ნაწილის არყოფნის გამო, ფლიკმა შეკრების შესავსებად სარეზერვო და ახალგაზრდული გუნდებიდან არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე გამოიძახა.

დე იონგი გუნდთან ერთად მიემგზავრება

ორშაბათს “ჟოან გამპერის” ბაზაზე იმყოფებოდა ფრენკი დე იონგიც. ის გუნდთან ერთად შეკრებაზე გაემგზავრა, რათა მარჯვენა მუხლის ტრავმის კონსერვატიული მკურნალობა გააგრძელოს. ნიდერლანდელმა მსოფლიო ჩემპიონატზე შიდა გვერდითი იოგი გაიგლიჯა და ახლა დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რათა გაირკვეს, დასჭირდება თუ არა ოპერაცია.

ვინაიდან კლუბის სარეაბილიტაციო პერსონალი შეკრებაზე მიემგზავრება, დე იონგიც ამ დღეებს ინგლისში გაატარებს.

ფლიკის მიერ შერჩეული 31 ფეხბურთელი

  • მეკარეები: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ვოიცეხ შჩესნი, არონ იააკობიშვილი, იკერ როდრიგესი.
  • მცველები: ალეხანდრო ბალდე, რონალდ არაუხო, ჟერარ მარტინი, ანდრეას კრისტენსენი, ექტორ ფორტი, ჩავი ესპარტი, ალვარო კორტესი, ჟოფრე ტორენტსი, ჟორდი პესკერი.
  • ნახევარმცველები: ფერმინ ლოპესი, მარკ კასადო, მარკ ბერნალი, ტომი მარკესი, გილე ფერნანდესი, ბრიან ფარინიასი, იბრაჰიმ დიარა, ორიან გორენი, ფრენკი დე იონგი.
  • თავდამსხმელები: კარიმ ადეიემი, რუნი ბარდჯი, ჰამზა აბდელკარიმი, ოსკარ გისტაუ, ებრიმა ტუნკარა, ტონი ფერნანდესი, ალექს გონსალესი, შეინ კლუივერტი, რაფინია (29 ივლისიდან).

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    27 ივლ 2026, 19:11

    კრუპი თუ ვიღაცა განიხილება ალვარესის ალტერნატივადო რომანომ. იცით ვინაა? როგორია?

    • Bakero
      Bakero ლეგენდა
      27 ივლ 2026, 21:00

      ჯუნიორ კრუპი თამაშობს ” ბორნმუთში ” პრემიერ ლიგურ სეზონში შარშან 35 თამაშში 13 გოლი შეაგდო სიმაღლე 179 სმ ტრანსფერზე 70 უწერია ალვარესის ალტერნატივა რამდენად არის ეგ კიდევ საკითხავია თუმცა ჩვენს გარდა პრემიერ ლიგაში არსენალს მანჩესტერს და სიტის უნდა შეგიძლია YouTube -ზე ნახო El Junior Kroupi 2026

      • Just_Barca_Lover
        Just_Barca_Lover ახალბედა
        27 ივლ 2026, 21:07

        გაპიარებული იგროკია თუ მართლა ღირს მაგის მოყვანა?

        • Bakero
          Bakero ლეგენდა
          27 ივლ 2026, 21:27

          ზუსტად ვერაფერს გეტყვი იმიტომ რომ ” ბორნმუთის ” თამაშებს არ ვუყურებდი შარშან მხოლოდ YouTube-ით მსჯელობა არა მგონია სერიოზული იყოს ფაქტი ის არის რომ ” ბორნმუთმა ” ფრანგული ” ლორიანიან ” 15 მილიონად იყიდა და ეხლა ტრანსფერზე 70 უწერია :)))) რას იზავ ინგლისია მანდ ყველაფერი მოსულა იმხელა ფული ტრიალებს…თუ მაგხელა ფულს იხდიან რატომ არ ყიდულობენ უკვე შემდგარ ფეხბურთელს ?! გაუგებარია მაგალითად ლაუტარო მარტინესს